ლამაზი წარბები, სქელი და მოცულობითი წამწამები – ის, რაზეც ყველა ქალბატონს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიოცნებია. ძალიან მცირეა იმ მანდილოსნების რიცხვი, რომლებიც გრძელი და მოცულობითი წამწამებით ბუნებისგანაა დაჯილდოვებული.
წამწამების ვიზუალურად გასასქელებლად და დასაგრძელებლად ჩვენ არაერთ ხრიკსა და მეთოდს ვიყენებთ. გარდა სპეციალური ტუშების გამოყენებისა, რომლებიც მხოლოდ დროებით ეფექტს გვაძლევს, გირჩევთ, ცადოთ ჩვენი დღევანდელი საშუალება.
საკმაოდ ხშირია წარბებისა და წამწამების ცვენის პრობლემაც, რაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: ცუდი გენეტიკა, ცვილისა და სპეციალური საშუალებების ზედმეტი სიხშირით გამოყენება, არასწორი კვება და კანის ზოგიერთი დაავადება. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ჩვენი დღევანდელი საშინაო საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ!
როგორ დავიგრძელოთ წამწამები და მივანიჭოთ მას დამატებითი მოცულობა
დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
- 2 წვეთი E ვიტამინი
- ალო ვერას ახლადგამოწურული წვენი
ინსტრუქცია:
- დაჩხვლიტეთ E ვიტამინის კაფსულა ნემსით.
- დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს კაფსულის თხევადი შიგთავსი 2 წვეთის ოდენობით და გადაურიეთ.
- E ვიტამინისა და ზეთის ნარევში დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ალოე ვერას ახლადგამოწურული წვენი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
- ბამბის ჩხირის ან თითების დახმარებით კარგად დაიმუშავეთ წარბები და წამწამები ამ საშუალებით.
- გაიჩერეთ მასა სამოქმედოდ 45 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
- 6-8 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს.
- მოამზადეთ ახალი ნარევი ყოველ მეორე დღეს.
ამ საშუალების რეგულარული გამოყენებიდან მცირე დროში თქვენი წამწამები გაცილებით გრძელი და მოცულობითი გახდება, პლუს წარსულში მოიტოვებთ წარბების ცვენის პრობლემას.
მოცემულ ნარევს პირადად რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!