თქვენი საჩვენებელი თითის ფორმა გვიამბობს, ვინ ხართ სინამდვილეში

20727

იცოდით, რომ თითების ფორმას, ზომასა და სიგრძეს თქვენი პიროვნების შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტის მოთხრობა შეუძლია?

კარგად დააკვირდით ქვემოთ წარმოდგილ ფოტოს. როგორი ფორმა აქვს თქვენს საჩვენებელ თითს?

თუ თქვენ გაქვთ A ტიპის თითი:

  1. ხშირად ცდილობთ საკუთარი გრძნობების დამალვას. შეიძლება ითქვას, რომ თქვენზე მელანქოლიაა გაბატონებული. ცდილობთ, ჩანდეთ უფრო ძლიერი პიროვნება, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
  2. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ხართ, ყოველთვის მალავთ და ნიღბავთ საკუთარ გრძნობებს.
  3. ვერ იტანთ ლიცემერიასა და ტყუილს. გეზიზღებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადი ინტერესების გამო სხვებით მანიპულირებენ.
  4. ხშირად იჩენთ მოუთმელობასა და ექსცენტრიულობას, რაც ბევრ საკითხში ხელს გიშლით.
  5. ხართ ძალიან გულკეთილი და იღებთ სიამოვნებას სხვა ადამიანების დახმარებით.
  6. გიყვართ ღიმილი და გულიანად სიცილი.

თუ B ტიპის თითი გაქვთ: 

  1. ხართ ძალიან ერთგული, ლოიალური. თუ საკუთარი თავი ერთ ადამიანს მიუძღვენით, მას ფიქრებშიც კი არასდროს უღალატებთ.
  2. გამოირჩევით ემოციურობით, თუმცა არასდროს ამჟღავნებთ ამას.
  3. არ გიყვართ ინიციატივის გამოჩენა ურთიერთობაში.
  4. თუ საქმეს ხელს მოკიდებთ, მის ბოლომდე მისაყვანად ძალებს არ დაიშურებთ.
  5. სხვებს აჩვენებთ, თითქოს საერთოდ არ გეშინიათ მარტოობის, თუმცა ეს ასე არ არის.
  6. სხვა ადამიანების თვალში სკმაოდ ძლიერი პიროვნებად ჩანხართ, თუმცა კეთილი გულის გამო თქვენი წყენინება ძალიან მარტივია.
  7. ოცნება – თქვენი საყვარელი საქმიანობა.
  8. როდესაც სტრესი, დეპრესია ან შფოთვა გაწუხებთ, ამას სხვა ადამიანები ვერასდროს ამჩნევენ.

თუ გაქვთ C ტიპის თითი:

  1. ძალიან დიდ პატივს ცემთ სხვა ადაიანების აზრს.
  2. გიყვართ, როდესაც გარშემომყოფ ადამიანებში ნდობით აღჭურვილ პიროვნებად ითვლებით.
  3. თქვენ არ მიეკუთვნებით ადამიანების იმ კატეგორიას ვინც მუდამ დაღვრემილი დადის. ძალიან კარგად გამოგდით წვრილმანებისგან უდიდესი ბედნიერების მიღება, რის გამოც სხვებს თქვენი შურთ.
  4. მაქსიმალურად არიდებთ თავს რთულ დავალებებს. უბრალოდ არ გიყვართ ხელის მოკიდება ისეთ საქმეზე, რომელშიც პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნით.
  5. ხშირად გტკენენ გულს, თუმცა მარტივად გამოგდით საყვარელი ადამიანებისათვის შეცდომის პატიება.
  6. საკუთარი ეგოს გამო ბოდიშს პირველი არასდროს იხდით.
  7. არ უზიარებთ გარშემომყოფებს საკუთარ პრობლემებს, თქვენ ყველა დაბრკოლების დამოუკიდებლად გადალახვას ხართ მიჩვეული.

როგორი ტიპის თითი გაქვთ თქვენ? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენი პიროვნების ასეთი დახასიათება საჩვენებელი თითის ფორმის მიხედვით?