
ხალხური მედიცინის ამ რეცეპტის წყალობით ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ მალამოს ეფექტურობით იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ მის შესახებ აბსოლუტურად ყველას ვუამბე, ვინც კი გარშემო მყავდა.
ნატურალური მალამოს მომზადებას დამოუკიდებლად მარტივად გაართმევთ თავს. ჩემი პირადი რჩევა იქნება, აქციოთ ის საოჯახო აფთიაქის განუყოფელ ნაწილად, რადგან გარდა რადიკულიტის განკურნებისა, ის დაგეხმარებათ:
- ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში;
- სილურჯეების მინიმალურ დროში გაქრობაში;
- რევმატიზმის მკურნალობაში;
- ართრიტის მკურნალობაში;
- მარილის ფენების მოშორებაში.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო მალამო?
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
- ჩაასხით ქვაბში 200 გრამი ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაყარეთ მასში ძალიან პატარა კუბიკებად დაჭრილი ერთი თავი ხახვი. დადგით ნარევი ცეცხლზე და დატოვეთ იქამე, სანამ ბოსტნეული ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს. ამის შემდეგ ნარევს მიეცით დრო გასაგრილებლად და გადაწურეთ.
- 100 გრამ მცენარეულ ზეთში დაამატეთ 10 გრამი კანიფოლი, მთლიანი შეფუთვა სააფთიაქო ვაზელინი, 10 გრამი ფუტკრის ცვილი, 25 მლ პროპოლისის სააფთიაქო ნაყენი, 3 აბი დაფქული ლევომიცეტინი და 10 აბი დაფქული სტრეპტოციდი. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ახლა კი ის დროა, შეურიოთ ერთმანეთში ორივე მასა, დადგათ ცეცხლზე და მუდმივი მორევის პირობებში კარგად გააცხელოთ. მზა საშუალება გაანაწილეთ მინის პატარა ბოთლებში ან ქილებში და შეინახეთ მცივარში.