რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თაფლიანი წყალის ყოველდღიურად მირთმევას

2793

ნედლი თაფლი და ორგანული ვაშლის ძმარი – ორი საოცრად სასარგებლო პროდუქტი, რომელთაც ინფექციების საინააღმდეგო თვისებებით ვიცნობთ. მათი კომბინირებით ვიღებთ ძლიერმოქმედ სამკურნალო საშუალებას, რომელიც ეფქტურად ებრძვის ანთებით პროცესებს, ახასიათებს ანტიბიოტიკური და ანტიოქსიდანტური ეფექტი.

რატომ უნდა მივირთვათ თაფლისა და ძმრის ნარევი ყოველდღიურად? 

უპირატესობები, რომელთაც ეს სასმელი მოგცემთ: 

  • გვეხმარება სახსრების ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;
  • არაჩვეულებრივია პაციენტებისათვის, რომელთაც ართრიტი აწუხებთ;
  • მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე როგორც ტონიკი და ამარცხებს გულძმარვას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნაწლავების პერისტალტიკას;
  • ებრძვის ყაბზობას;
  • გვეხმარება ქოლესტერინის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში;
  • თავიდან გვარიდებს წნევის მკვეთრ ცვლილებებს;
  • შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში და ფიგურის კორექტირებაში;
  • ამცირებს ყელის ტკივილს და თავიდან გვარიდებს რესპირატორულ დაავადებებს;
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
  • ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში;
  • ახშობს ანთებას;
  • გვაშორებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემული სასმელი ამცირებს სტრესის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს და აღდგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს სხეულში, რაც თავის მხრივ გვეხმარება მრავალი სერიოზული დაავადებისა და ინფექციის პროფილაქტიკაში.

როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ ეს სასმელი?

სანამ უშუალოდ სასმელის მომზადებაზე გადახვალთ, დარწმუნდით, რომ ორივე ინგრედიენტი 100%-ით ნატურალურია.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი ორგანული თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 1 ჩაის ჭიქა (250 მლ) წყალი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ორივე ინგრედიენტი დაამატეთ ოთახის ტემპერატურის წყალში, კარგად მოურიეთ და დააყოვნეთ საშუალოდ 1 საათით.
  2. მიირთვით მზა სასმელი უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

უკუჩვენებები:

თუ ამ საშუალების ყოველდღიურად მიღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის ძმარი უნდა მიიღოთ მკაცრად განსაზღვრული ულუფით, რადგან მას შეუძლია სხეულიდან კალიუმის გამოდევნა და ძვლების სიმკვრივის შემცირება. 1 ჩაის კოვზი სწორედ ის ულუფაა, რომელი ზიანს არ მოგიტანთ.

თუ იღებთ დიურეტიკებსა და საფაღარათო საშუალებებს, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან. თაფლისა და ძმრის ნარევი შეიძლება უკუჩვენებითი აღმოჩნდეს დიაბეტიკებისთვისაც.