თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ, ქერტლი თქვენთვის სრულიად უცხო პრობლემა გახდება

587

ქერტლი – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შავი სამოსი გვაცვია.

არსებობს ქერტლის გაჩენის მრავალი მიზეზი, მათ შორის:

  • თავის კანის სიმშრლე;
  • გაუწყლოება;
  • თმის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალებების ხშირი გამოყენება;
  • თავის არასაკმარისად ან ზედმეტი სიხშირით დაბანა;
  • შამპუნის დიდი სიხშირით გამოყენება;
  • კანის სოკო;
  • თმის იშვიათად დავარცხნა.

იმისათვის, რომ გაიქროთ ქერტლი, სულაც არ არის საჭირო რეგულარულად სპეციალური, საკმაოდ ძვირადღირებული შამპუნებისა და გელების გამოყენება. პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით, თუ ისარგებლებთ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტებით, რომლებიც დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში.

როგორ დავამარცხოთ ქერტლი?

საშუალება №1 – ვაშლის ძმარი

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და თბილი წყალი. მიღებული საშუალება კარგად შეიზილეთ თავის კანში თითის ბალიშების დახმარებით, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 3-ჯერ და ძალიან მალე ქერტლი თქვნთვის სრულიად უცხო პრობლემა გახდება.

საშუალება №2 – ფენუგრიკი (უცხო სუნელი)

ულუმბო, უცხო სუნელი, ფენუგრიკი – ეს ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა დასახელებაა. უცხო სუნელი ძალიან დაგეხმარებათ ქერტლის დამარცხებაში და თმის ზრდის სტიმულირებაში, თუ მას მარტივი ინსტრუქციით გამოიყენებთ.

2 სუფრის კოვზ ულუმბოს მთელ მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და დააყოვნეთ მთელი ღამით. დილას სითხე გადაღვარეთ, ხოლო მარცვლები კარგად დასრისეთ ან მოამადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით. მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ თავის კანში, გაიჩერეთ 45 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. დაახლოებით 3 პროცედურაში ქერტლისგან კვალიც კი არ დარჩება.

საშუალება №3 – საჭმელი სოდა

1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. მიღებული საშუალება გამოიყენეთ შამპუნის ნაცვლად. ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ქერტლი საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.

სამივე საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!