ზედმეტად მჭიდრო და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება – ფეხზე ძვლოვანი წამონაზარდის განვითრების უმთავრესი მიზეზი, რომელსაც მეორენაირად ბურსიტის სახელწოდებითაც ვიცნობთ.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებასა და მეთოდს, რომელთა დახმარებით სწრაფად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას და შეამცირებთ ზომებში ძვლოვან წამონაზარდს, რომელიც ნაკლებად სასიამოვნო, არაესთეტიკური შესახედაობისაა.
როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნო პრობლემას?
საშუალება №1 – ყინული
ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც ფეხზე ძვლოანი წამონაზარდის განვითარების თანმხლები მოვლენაა, გამოიყენეთ ყინულის კუბიკები. შეახვიეთ რამდენიმე კუბიკი ქსოვილში და დაიფინეთ დაიანებულ მონაკვეთზე 15-20 წუთით.
საშუალება №2 – ზეითუნის ზეთი
კარგად დაისველეთ ხელისგულები ზეითუნის ზეთით და იკეთეთ მასაჟი ძვლოვან წმონაზარდზე 10-15 წუთის განმავლობაში. ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ პროცედურა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა სხეულის ამ მიდამოში და შეიმციროთ ბურსიტი.
საშუალება №3 – წითელი წიწაკა
ეს პროდუქტი მდიდარია ტკივილგამაყუჩებელი ბუნებრივი კომპონენტებით, რომლებიც დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში ბურსიტის დროს. გაჭერით შუაზე წითელი წიწაკა და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთი, შემდეგ წაისვით მცირეოდენი ვაზელინი და შეიხვიეთ დოლბანდით. თუ ამ პროცედურას დღესი 2-ჯერ ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში ძვლოვანი წამონაზარდი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
საშუალება №4 – აბუსალათინის ზეთი
მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. 1/2 ჩაის ჭიქა აბუსალათინის ზეთი კარგად შეათბეთ, ჩაალბეთ მასში რბილი ქსოვილი და დაიფინეთ ბურსიტზე, ზემოდან კი გადაიხვიეთ დოლბანდი. გამოიცვალეთ სახვევი დღის განმავლობაში 3-ჯერ.
საშუალება №5 – ინგლისური მარილი
მოამზადეთ ცხელი აბაზანა ფეხებისათვის 1/2 ჩაის ჭიქა ინგლისური მარილის დამატებით. თუ ყოველდღიურად ფეხებს 20 წუთით ამ ხსნარში მოათავსებთ, ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს იხილავთ.
საშუალება №6 – დაფნა
ერთ სუფრის კოვზ დაფნის გამომშრალ და დაფქულ ფოთლებს დაასხით 300 მლ ცხელი წყალი. დატოვეთ ნარევი მთელი ღამით, მეორე დღეს კი გადაწურეთ. მზა სასმელი მიირთვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
საშუალება №7 – საპონი
ძვლოვანი წამონაზარდის შესამცირებლად აუცილებელია მასაჟის გაკეთება რეგულარულად, რაშიც საპონი ძალიან დაგეხმარებათ. სწორედ მასაჟის ხარჯზე შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას სხეულის ამ მიდამოში, რაც თავის მხრივ შეამცირებს უსიამოვნო ძვლოვან წამონაზარდს. საპნის გამოყენებით მასაჟის გაკეთების შემდეგ ბურსიტზე იოდის ბადე გაიკეთეთ.
თუ ეს ინფორმცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!