როგორ ვებრძოლოთ ართრიტს ჩვენი ბებიების საშინაო რეცეპტებით. უთხარით არა დისკომფორტსა და ტკივილს

11000

თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსადეგარი და ეფექტური მხოლოდ ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატებია, ესეიგი თქვენ პრაქტიკაში ჯერ არ გამოგიცდიათ და გამოგიყენებიათ საჭმელი სოდა, რომელიც საოცარი თვისებებით გამოირჩევა.

როგორც გაირკვა, მისი დახმარებით არა მხოლოდ კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლა, არამედ რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლაა შესაძლებელი.

საკვები სოდა ართრიტის წინაღმდეგ

1. სოდის წყალხსნარი

ართრიტის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტური და ძლიერმოქმედი საშუალების დასამზადებლად 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) თბილ წყალში უნდა გახსნათ 3 გრამი საკვები სოდა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ სოდის რაოდენობა 15 გრამამდე. სამკურნალო სასმელის მიღება რეკომენდებულია დილას, ჭამამადე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.

2. კომპრესი საკვები სოდით

რეცეპტი № 1: შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ზღვის მარილი, მდგოვის ფხვნილი, სოდა და თაფლი. მიღებული პასტისებრი მასა წისვით პრობლემურ სახსარზე, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზემოდან თბილი ქსოვილი. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია დაძინების წინ და მისი დატოვება მთელი ღამით. 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით ან 2 დღიანი ინტერვალით.

რეცეპტი № 2: შეურიეთ ეთმანეთში საკვები სოდა, თაფლი და ნავთი პროპორციებით 1 : 10 : 10. მზა მასა რბილ ქსოვილზე წაუსვით სქელ ფენად და დაიფინეთ მტკივან სახსარზე. დაიტოვეთ კომპრესი სამოქმედოდ 45-60 წუთით. თქვენ შეგაწუხებთ წვის მსუბუქი შეგრძნება, რაც სავსებით ნორმალურია.

ამ დროის გასვლის შემდეგ მოიხსენით კომპრესი და დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთი მცენარეული ზეთით, გადაიხვიეთ თბილი ქსოვილი. ჩაიტარეთ პროცედურა 14 დღის განმავლობაში 2 დღიანი ინტერვალებით.

3. აბაზანა საკვები სოდით

თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ თანაბარი რაოდენობით საკვები სოდა და ზღვის მარილი. მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ კიდურები 15-20 წუთით.

პარალელურად თითის ბალიშებით იკეთეთ სხეულის დაზიანებული მონაკვეთის მასაჟი.
რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება საღამოს საათებში, დაძინების წინ, რადგან ეს აბაზანა ნდამამშვიდებელი და მომადუნებელი ეფექტით გამოირჩევა.

მართალია, ამ მეთოდების ეფექტურობა დროითაა დამტკიცებული და ისინი
არაჩვეულებრივად უმკლავდება ტკივილს, ახშობს ანთებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფის დრენაჟს, თუმცა თვითმკუნალობის დაწყებამდე ყოველთვის საჭირო და აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისგან რჩევების მიღება.