ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და ბინადრობენ. მათ ვხვდებით ყველგან: ჰაერში, საკვებში, მცენარეებში, ცხოველებში, ნიადაგში, წყალში და ა.შ.
სამწუხაროდ, ჩვენს დროში, როდესაც გარშემო ყველაფერი დაბინძურების პიკზეა, პარაზიტებით დასნებოვნება ძალიან ხშირია. ეს მიკროორგანიზმები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გვპარავენ მკვებავ ნივთიერებებს, რაც ჯანმრთლობის არაერთი სერიოზული პრობლემის განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.
სერიოზული გართულებები თავიდან რომ ავირიდოთ, უნდა შევძლოთ პრობლემის დროულად გამოვლინება, რაც მხოლოდ შესაბამის ნიშნებზე და სიმპტომებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი.
აუცილებლად უგდეთ ყური თქვენს სხეულს, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის, ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას სხვადასხვა ნიშნების გამოგზავნით.
13 სიმპტომი, რომელიც სხეულში პარაზიტების არსებობაზე მიგვითითებს:
- გამონაყარი და ქავილის შეგრძნება;
- უცაბედი შემცივნება;
- დიარეა;
- შარდვის გართულება და ტკივილი მოშარდვის დროს;
- მუდმივი დაღლილობა;
- თავის ხშირი ტკივილი;
- სისხლიანი ნახველი;
- კანის სიყვითლე, განსაკუთრებით კი თვალების გარშემო;
- ღებინებისა და თავბრუსხვევის განცდა პერიოდულად;
- სისხლი ფეკალიებში;
- მუცლის ხშირი ტკივილი;
- მუდმივი შეშუპება;
- ზედმეტი ოფლიანობა.
აუცილებლად უგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს და ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. არ გადადოთ მკურნალობა, ასე მხოლოდ გაამწვავებთ მდგომარეობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!