მარტივი ინსტრუქცია, როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი სხვადასხვა პრობლემათა წინააღმდეგ. არა უსიამოვნო სუნს, დანაოჭებულ კანს, უსიცოცხლო მცენარეებსა და ა.შ.

459

ფეხების ჭარბი ოფლიანობა იწვევს უსიამოვნო სუნს, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და დისკომფორტს უქმნის ყველაზე თავდაჯერებულ ადამიანსაც კი. სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით თავს დააღწევთ ამ უსიამოვნო პრობლემას.

ნებისმიერ, თუნდაც მაღალხარისხიან, ფეხსაცმელში დროთა განმავლობაში ჩნდება დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. სასურველია, გამოიყენოთ ფეხის დეოდორანტი, ტალკი, ანტიპესპირანტი. ყველაზე მარტივი, ეფექტური და ბიუჯეტური გამოსავალია ყავის ნალექი.

მიირთვით ღვთაებრივი არომატის ყავა, ნალექი შეაგროვეთ და გააშრეთ. შემდეგ გამომშრალი ფხვნილი ჩაყარეთ ფეხსაცმელებში და შეანჯღრიეთ. გააჩერეთ რამდენიმე საათი. ყავის ნალექი შეიწოვს სუნსა და ტენს.

შემოგთავაზებთ ყავის ნალექის გამოყენების რამდენიმე გზას:

ყავა კანის მოვლის საშუალება

ყავაზე დაფუძნებული კოსმეტიკური საშუალებები სასარგებლოა და ეფექტური, არბილებს კანს და უზრუნველყოფს მატონიზირებელ ეფექტს, აფერხებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოვლენას.

ყავის ნალექი ბუნებრივი სკრაბია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ცელულიტს.

ყავის ექსტრაქტზე დაფუძნებული ტანის ზეთი კანს ანიჭებს ელასტიურობას. სახის საცხი კი ებრძვის პიგმენტაციას და ათანაბრებს კანის ტონს, ხსნის შეშუპებას, სიწითლეს, კანს ანიჭებს ელასტიურობას.

ყავა ბუნებრივი სასუქი

ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია მცენარეებისთვის. განსაკუთრებით უხდება ხეხილს, ყვავილებს: ვარდს, აზალიას, როდოდენდრონს, ჰორტენზიას და კამელიას. ყავა ზრდის ნიადაგის მჟავიანობას და ებრძვის მავნებლებს.

ყავის ნალექი ბუნებრივი დეზოდორატორი

ყავის ნალექი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ხელების ან მაცივრის დეზოდორატორი. მაგალითად, ნივრის სუნს სწრაფად მოიშორებთ, თუ ხელებს ყავის ნალექით დაიბანეთ. ხოლო მაცივრიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოიყენეთ ყავის გამომშრალი ნალექი.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

გაგიკვირდებათ, მაგრამ ყავის ნალექი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ჭურჭლის სარეცხი საშუალება. უხეში სტრუქტურის გამო მარტივად აშორებს მიმხმარ ნარჩენებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური პროდუქტების უზარმაზარი არჩევანია, რომელთა საშუალებით შეძლებთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას, გამოიყენეთ ეფექტური და ბიუჯეტური ყავის ნალექი.