შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ბალზამის რეცეპტს, რომლის მთავარი უპირატესობა მისი მომზადების სიმარტივე და წარმოუდგენელი ეფექტურობაა.
მოცემულ საშუალებას აქვს სასწაულებრივი ძალა და აქტიურად გამოიყენება დამწვრობების, ჭრილობების, ნაწიბურების, ბრონქიტის მძიმე ფორმების, შუა ოტიტის, ფიბროიდების, ცისტების, წყლულების, ღია ჩირქოვანი ჭრილობებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
დაავადების მიხედვით, ბალზამი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე ან დაიდეთ საფენი. მისი მიღება შესაძლებელია შინაგანი გზითაც: ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ჭამის წინ. ბალზამი აბსოლუტურად უვნებელია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი მოხარშული კვერცხის გული
- ზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 400 მლ
- ფუტკრის ცვილი 60 გრ
მომზადების წესი:
დაქუცმაცებულ ცვილს დაასხით ზეთი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცვილი მთლიანად უნდა გადნეს. კვერცხის გული კარგად დაჭყლიტეთ და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ზეთისა და ცვილის ნაზავს. ზეთი დაიწყებს აქაფებას, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
მომზადებული მასა ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 10 თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!