უნიკალური, სწრაფად მოსამზადებელი ცომის მარტივი რეცეპტი. ნებისმიერი ნაცხობი კიდევ უფრო ნაზი და გემრიელი იქნება

628

შემოგთავაზებთ უნიკალური, გემრიელი, უნაზესი და მარტივად მოსამზადებელი ცომის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 3 ჩ. ჭ.
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.
  • საფუარი 11 გრ

მომზადების წესი:

  1. კეფირს დაამატეთ ზეთი და ოდნავ შეათბეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი და შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  2. თასს გადააფარეთ საკვების პარკი და 30 წუთი გააჩერეთ სითბოში.
  3. ამ უნიკალური ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელები, ტკბილი ფუნთუშები. თუ ფუნთუშების მომზადებას გადაწყვეტთ, ცომს დაამატეთ ვანილი, თქვენთვის სასურველი რაოდენობის შაქარი და 100 გრ-მდე გამდნარი კარაქი.

ნაცხობი იქნება ჰაეროვანი, ძალიან გემრიელი და რამდენიმე დღის შემდეგაც კი რბილი და ფუმფულა დარჩება.