
შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო მკვებავი და მატონიზირებელი საცხის რეცეპტს. საცხი შეესაბამება მშრალი ტიპის კანს, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას, ატენიანებს კანს.
საცხის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი მდიდარია ნუტრიენტებით და ძალიან სასრგებლოა კანისთვის.
საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 200 მლ
- კაკაოს კარაქი 50 გრ
- ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
- ფუტკრის ცვილი 1 ს. კ.
- ჩიას კარაქი 1 ს. კ.
- E ვიტამინი 1 ს. კ.
- ლავანდის ერთერზეთი 10 წვეთი
- ქაცვის ზეთი 3-4 წვეთი
მომზადების წესი:
- პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. თასში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ქოქოსის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ჩიას კარქი და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ურევთ მყარი მასების გადნობამდე. შემდეგ თასი გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და გააჩერეთ 10-15 წუთი.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ღრმა თასში და ათქვიფეთ მიქსერით. ნელ-ნელა დაამატეთ ცოტა თბილი წყალი, დაახლოებით 50 მლ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ E ვიტამინი, ლავანდის ეთერზეთი და ქაცვის ზეთი. თუ მასა ცოტა თხელი გამოგივიდათ, არ ინერვიულოთ, თანდათან გასქელდება.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ პატრ-პატარა ქილებში და შედეთ მაცივარში. რომელ ქილასაც იყენებთ ის გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
საცხი გამოიყენეთ რეგულარულად.