ბებია ბროწეულის ქერქს ყოველთვის აგროვებდა და ინახავდა. ახლა ვხვდები, თუ რატომ აკეთებდა ამას

2540

ბროწეულის სამკურნალო თვისებები პირველად ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს იყენებდა კუჭის ტკივილის დროს, ხოლო ქერქს ნაწლავური დარღვევების სამკურნალოდ.

ავიცენა ბროწეულის ყვავილს იყენებდა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ყელის ტკივილისა და დიზენტერიის  სამკურნალოდ, სიცხის დამწევ საშუალებად.

ბროწეულის წვენს იყენებენ კუჭისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ჰემოგლობინის ასამაღლებლად, არის შარდმდენი, ქოლეტური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, მატონიზირებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

ბროწეულის სამკურნალო თვისებები განპირობებულია  მანგანუმის მაღალი შემცველობით.

შემოგთავაზებთ ბროწეულის ქერქის ნაყენის მომზადებისა და გამოყენების წესებს:

ჭიქაში ჩაყარეთ ბროწეულის 12 გრ გამომშრალი ქერქი და დაასხით ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ ლამბაქი,  გააჩერეთ ნახევარი საათი  და სამკურნალო ნაყენი მზად არის.

გაითვალისწინეთ, სხვადასხვა დაავადების დროს   განსხვავებული დოზით უნდა მიიღოთ.

  • დიზენტერიის სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: ნაყენის მომზადებიდან 30 წუთის შემდეგ, დალიეთ მომზადებული მასის ნახევარი, ანუ ნახევარი ჭიქა. დარჩენილი ნაყენი არ გადაწუროთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ მომდევნო გამოყენებამდე. თუ მიღებიდან 10-20 წუთის შემდეგ, თავს უკეთ იგრძნობთ ე. ი. ჩვეულებრივი ფაღარათია.
  • თუ ნაყენის მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ვერ იგრძნობთ შვებას, დარჩენილი მასა დალიეთ 3 საათის შემდეგ.
  • კუჭის წყლულის, ნაწლავის წყლულის, დისბაქტერიოზის დროს ბროწეულის ქერქი გამოიყენეთ შემდეგი წესის მიხედვით: როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დაყენებიდან 25-30 წუთის შემდეგ დაიწყეთ ნაყენის მიღება. მომზადებული ნაყენის 100 მლ გაყავით 4 ნაწილად და დალიეთ დღეში 4-ჯერ. პირველად დალიეთ უზმოზე, მეორედ და მესამედ_ თქვენთვის ხელსაყრელ დროს, ხოლო მეოთხედ აუცილებლად_ ძილის წინ.

ნაყენი მიიღეთ აუცილებლად დღეგამოშვებით. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე.

ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს. თუ გსურთ, სამკურნალო პროცედურების გაგრძელება, დაისვენეთ ერთი კვირა და შემდეგ კვლავ მიიღეთ ბროწეულის ქერქის ნაყენი. აუცილებლად დაიცავით ზემოთ მითითებული მიღების წესები.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

ბროწეულის ქერქის ინფუზია შეგიძლიათ გამოიყენოთ  ჭრილობების შესახორცებლად. ჭრილობაზე დაიდეთ ბროწეულის ქერქის ნაყენით დატენიანებული სუფთა (ბამბის) ქსოვილი და შეიხვიეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!