ფეხის სოკო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ახლავს ქავილი, წვა, კანის გაღიზიანება, თითებს შორის ნახეთქების წარმოქმნა, ფრჩხილის ფირფიტის გაფუჭება, შრეებად დაშლა, გაყვითლება.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომელთა საშუალებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა ქრისტესისხლა. ხალხურ მედიცინაში კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ აქტიურად იყენებენ მცენარის რძეწვენს. წვენი წაისვით დაავადებულ ფრჩხილზე ან დაზიანებულ ადგილებზე.
სოკოს საწინააღმდეგოდ გაიკეთეთ ქრისტესისხლას ბაზაზე მომზადებული აბაზანები:
დაახლოებით მუჭა, ნედლ ან გამხმარ ქრისტესისხლას დაასხით ადუღებული წყალი (1-1,5ლ) და გააჩერეთ ცოტა ხანს. შემდეგ გადაწურეთ და თბილ აბაზანაში 15 წუთით ჩაყავით ფეხები.
სოკოს საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალდაფქული ყავა. 5 ს. კ. დაფქულ ნალექიან ყავას დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი. თბილ აბაზანაში 30 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურის ბოლოს სუფთა წყალი არ გადაივლოთ, არ შეიმშრალოთ. ნესტიან ფეხებზე ამოიცვით ბამბის წინდა და დაიტოვეთ მთელი ღამე. ფეხები დაიბანეთ დილით. მოცემული მეთოდით ეტაპობრივად შეძლებთ სოკოსგან განკურნებას.
სოკოს საწინაარმდეგოდ აქტიურად გამოიყენება საკვები სოდის ბაზაზე მომზადებული აბაზანები:
2 ს. კ. სოდა გახსენით 1-1,5 ლ ცხელ წყალში, დაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ცოტა სარეცხი საპონი და აურიეთ. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები. აუცილებლად გააჩერეთ ხსნარის გაგრილებამდე.
1 წილი ძმრის ესენცია გააზავეთ 7 წილ წყალში. ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და კარგად დაიმუშავეთ დაზიანებული უბნები. საუკეთესოა როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის.
ასკილის გამომშრალი ფესვების ნაყენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. 1 ს/კ ასკილის გამომშრალ ფესვებს დაასხით 1 საშუალო ზომის ფინჯანი ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. მომზადებული ნაყენით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და დაიმუშავეთ დაზიანებული უბნები. დაავადებულ ფრჩხილზე დაიდეთ ასკილის ნაყენით გაჯერებული ბამბის ტამპონი, შეიხვიეთ და გაიჩერეთ რამდენიმე რამდენიმე წუთი.
გაითვალისწინეთ, რომ მოცემული მეთოდები შედეგს მხოლოდ რეგულარული გამოყენების შემდეგ იძლევა.
პროფილაქტიკისთვის და ფეხის სოკოს სამკურნალოდ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ყოველ დღე ან დღეში 2-ჯერ დაიბანეთ ფეხები საპნით. ატარეთ მოსახერხებული ფეხსაცმელი, ბამბის წინდები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.
გისურვებთ ჯანმრთელობას!