როგორ შევინახოთ ჟოლო ზამთრისათვის ისე, რომ მასში არ განადგურეს სასარგებლო ვიტამინები და მინერალები

19243

ჟოლოს შენახვის უამრავი მეთოდი არსებობს. ამ მეთოდების უმეტესობა გულისხმობს კენკრის სითბურ დამუშავებას, რის გამოც იკარგება ვიტამინები და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებები. სწორედ ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია ჟოლოს ცოცხლად შენახვა.

შემოგთავაზებთ ჟოლოს ჯემის მომზადების რეცეპტს. ცოცხალი ჟოლოს ჯემი გემოთი და კონსისტენციით მარმელადს მოგაგონებთ.

ჟოლო და შაქარი აიღეთ თანაბარი რაოდენობით.

ჟოლოს მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ 3-5  წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ და გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები. თავდაპირველად ჯემი თხელია, მაგრამ ჟოლოს დაბლენდერებული წიპწები შაქართან შერწყმისას გამოყოფს პექტინს და მასა გასქელდება. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.