ჩემს სახლში ყოველთვის საოცარი სურნელი ტრიალებს. გასწავლით, როგორ მოამზადოთ საკუთარი ხელით არაჩვეულებრივი არომატიზატორი

7079

იმისათვის, რომ სახლში სასიამოვნო სურნელი იყოს, ვიყენებთ არომატიზატორებს. შეგიძლიათ არომატიზატორი მოამზადოთ თქვენი ხელით. მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და ბიუჯეტური ინგრედიენტებით მიიღებთ სასიამოვნო სურნელს.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მსხვილი მარილი 3-4 ს. კ.
  • სპირტი ან არაყი 1 ჩ. კ.
  • თქვენთვის სასურველი არომატის დამარბილებელი (1 თავსახური)
  • მიხაკი 7-10 ბუტონი
  • ფიალა ან პატარ ქილა

მომზადების წესი:

ფიალაში ჩაყარეთ მსხვილი მარილი, დაამატეთ სპირტი ან არაყი, დამარბილებელი და აურიეთ. სურნელის გასაძლიერებლად ჩაყარეთ მიხაკის ბუტონები.

სურნელოვანი ფიალები დააწყვეთ სააბაზანოში, შემოსასვლელში და ყველგან, სადაც გინდათ შეიგრძნოთ სასიამოვნო არომატი.