მწვანე პომიდვრის მწნილს წლებია ამ რეცეპტით ვამზადებ. ნამდვილად საუკეთესოა

7034

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად მოამზადებთ დაჭრილი მკვახე პამიდვრის უგემრიელეს და საოცრად არომატულ მწნილს.

საჭირო ინგრედიენტები:  

  • მწვანე პამიდორი 1 კგ
  • წითელი ბულგარული პილპილი 1 ცალი
  • ცხარე წიწაკა 1 ცალი
  • 9%-იანი ძმარი 50 მლ
  • მარილი 1-1,5 ს. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.
  • ნიორი 4-5 კბილი
  • თითო-თითო პატარა კონა კამა, ნიახური, ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. პამიდორი გაჭერით ოთხ ნაწილად. ნიორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წითელი ბულგარული დაჭერით პატარა კუბიკებად. წვრილად დაჭერით ცხარე წიწაკა, კამა, ნიახური და ოხრახუში.
  2. მზა ინგრედიენტებს დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და  კარგად აურიეთ. ქვაბს დაახურეთ ხუფი და 12 საათი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  3. მომზადებული მასა თანაბრად განაწილეთ ქილებში. ქილები  ბოლომდე გაავსეთ გამოყოფილი წვენით და  დაახურეთ პლასტმასის ხუფები.

რამდენიმე დღეში შეძლებთ არომატული მწნილის დაგემოვნებას. გემრიელად მიირთვით!