ავეჯის, მინებისა და გაზქურის საწმენდ საშუალებას საკუთარი ხელით ვამზადებ. მერწმუნეთ, მას ეფექტურობით არაბიუჯეტური საშუალებები ვერ შეედრება

16084

ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ბუნებრივი პროდუქტებით მომზადებული საწმენდი საშუალებების გამოყენება ავეჯის, მინების, გაზქურის, სააბაზანოსა თუ სხვა ზედაპირების გასაწმენდად. მათი პოპულარობის მიზეზი არის ის, რომ ამზადებთ ბიუჯეტური პროდუქტებით, უსაფრთხოა და იღებთ მაქსიმალურ  შედეგს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ფორთოხლის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საწმენდი საშუალების რეცეპტს. ციტრუსების ქერქი არ გადაყაროთ, შეაგროვეთ და მოამზადეთ ძმარი, საწმენდი  საშუალება, რომელსაც სურნელიც სასიამოვნო ექნება და ყველაფერი სისუფთავისგან იბრწყინებს. ციტრუსის ქერქს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.

ფორთოხლის ძმრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის ქერქი
  • ძმარი 9%-იანი (1 წილი ძმრის ესენცია გააზავეთ 7 წილ წყალში)

მომზადების წესი:

1. ფორთოხლის ან ნებისმიერი ციტრუსის ქერქით გაავსეთ ქილა.

2. შემდეგ ქილა გაავსეთ ძმრით, დაახურეთ ხუფი და 10 დღე გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას.

3. 10 დღის შემდეგ გადაწურეთ და ციტრუსის ძმარი გადაიტანეთ სპრეი ბოთლში. 1 წილი ციტრუსის ძმარი გააზავეთ 1 წილ წყალში.

4. ძმარი მიასხურეთ ნებისმიერ ზედაპირს და გაწმინდეთ მშრალი ტილოთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკის,  მინების, ავეჯის გასაწმენდად, სააბაზანოში საპნის ლაქების მოსაშორებლად.

როგორც ხედავთ, სრულყოფილი საწმენდი საშუალების შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ 2 ინგრედიენტი.