გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 3-1ში, რომელსაც პირადად ვიყენებ. კვებავს, ატენიანებს და პლუს ასრულებს სკრაბის როლს

653

გთავაზობთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული  საოცრად ეფექტური ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს. არ შეიცავს ზეთებს. ღრმად ატენიანებს კანს, კვებავს, არბილებს, ხდის ხავერდოვანს და აქვს სკრაბის ეფექტი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხიმიანი არაჟანი ან იოგურტი 1 ჩ. კ.
  • ბრინჯის ფქვილი 1 ჩ. კ.
  • ნალექიანი ყავა 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. არაჟანს ან იოგურტს (დანამატების გარეშე) დაამატეთ ბრინჯის ფქვილი, ყავა, ალოეს გელი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ნიღაბი წაისვით (მოიტოვეთ მცირე ნაწილი) წინასწარ გაწმენდილ სახის კანსა და კისერზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ ადგილებს. გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ წაისვით დარჩენილი მასა და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი ქვემოდან ზემოთ და ცენტრიდან გვერდებისკენ მიმართულებით.
  3. ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და აუცილებლად წაისვით თქვენთვის სასურველი საცხი.

ნიღაბს აქვს ამქერცლავი ეფექტი და წმენდს კანს. ცხიმიანი კანისთვის დასაშვებია კვირაში 3-ჯერ, ხოლო მშრალი და ნორმალური კანისთვის_კვირაში ერთხელ.

თუ იყენებთ საშინაო ნიღბებს თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა კომენტარების ველის მეშვეობით!