კარტოფილი ჯერ ასე არასდროს მოგიმზადებიათ! რულეტები, რომელიც ჩემი ოჯახის საყვარელ კერძად იქცა

13246

გთავაზობთ კარტოფილის მომზადების ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გზას.

პირველ რიგში, ამზადებთ კარტოფილის ფენას.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 3 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 40 გრ
  • მარილი, შავი პილპილი, ძირა და სხვა სანელებლები თქვენი გემოვნებით
  • ოხრახუში

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გახეხილი კარტოფილი კარგად გაწურეთ.

2. გაწურულ კარტოფილს შეურიეთ კვერცხი, ფქვილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და სანელებლები.

3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მომზადებული მასა გადაიტანეთ ფორმაზე, თანაბრად გაანაწილეთ და ხელით მსუბუქად დატკეპნეთ.

4. ღუმელი გააცხელეთ 190 გარდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხახვი 2 ცალი
  • წითელი ბულგარული პილპილი 1 ცალი
  • მწვანე ბულგარული პილპილი 1 ცალი
  • ქათმის ფილე 400 გრ
  • გახეხილი ყველი 100 გრ

ინსტრუქცია:

1. შიგთავსის მოსამზადებლად მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წითელი და მწვანე ბულგარული პილპილი და ქათმის ფილე. შეაზავეთ მარილით, თქვენთვის სასურველი სანელებლებით. ბოლოს დაამატეთ გახეხილი ყველი და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

2. გამომცხვარი ფენა გაყავით ექვს თანაბარ ნაწილად და ცოტა ხანს გააჩერეთ.

3. თითოეულ ნაწილზე გაანაწილეთ შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ მომზადებული რულეტები.

4. ზემოდან მოსაყრელად დაგჭირდებათ 50 გრ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

5. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!