უბრალო პასკის მაგივრად უკვე ზედიზედ მესამე წელია ამ საოცრებას ვაცხობ. მარტივი მოსამზადებელი, ძალიან ლამაზი და გემრიელია

18296

გთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მარტივად და  სწრაფად მოამზადებთ უგემრიელეს კრაფინს, სააღდგომო ფენოვან პასკას. არომატული, გემრიელი და ვიზუალურად კოპწია კრაფინები საადგომო სუფრის მშვენებაა.

პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 80 მლ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • საფუარი (ფხვნილი) 18 გრ
  • ფქვილი 2 ს. კ.

თბილ რძეში გახსენით შაქარი და საფუარი. შეურიეთ 2 ს. კ. ფქვილი და 10-15 წუთი გააჩერეთ სითბოში.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ფორთოხლის წვენი 2 ს. კ.
  • კარაქი 40 გრ
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 100 გრ
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
  • ფქვილი 350 გრ

გულსართისთვის დაგჭირდებათ

  • დარბილებული კარაქი 100 გრ
  • ქიშმიში 100 გრ
  • ნუშის ფანტელი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი  თხილეული 50 გრ

მომზადების წესი:

1. ცალკე თასში ათქვიფეთ 1 ცალი მთლიანი კვერცხი, 2 ცალი კვერცხის გული და შაქარი. შეურიეთ ფორთოხლის წვენი, გამდნარი კარაქი, ფორთოხლის ცედრა და მარილი.

2. მომზადებული მასა შეურიეთ საფუარს.

3. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. ზელთ ერთგვაროვანი მკვრივი მასის მიღებამდე. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.

4. თასს გადააფარეთ ტილო და 40 წუთი დადგით სითბოში.

5. ამოსული ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად და წაუსვით  დარბილებული კარაქი. ორივე ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ ქიშმიში (წინასწარ დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, გადაწურეთ და გააშრეთ) და ნუშის ფანტელი.

6. შემდეგ ფენები რულეტივით გადაახვიეთ და თითოეული რულეტი შუაში გაჭერით სიგრძეზე. გამოიყენეთ ბასრი დანა. ჯერ ერთი ნაწილი დაახვიეთ და შემდეგ შემოახვიეთ მეორე ნაწილი.

7. მომზადებული კრაფინი ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში და  კიდევ 20 წუთი გააჩერეთ სითბოში.

8. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, შემდეგ დაუწიეთ 170 გრადუსამდე და შედეთ კრაფინები  გამოსაცხობად. აცხობთ 40-45 წუთი.

გაგრილებულ კრაფინები დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით!