მუმია ჩემი საუკეთესო დამხმარება! თითოეული უჯრედის მუშაობა რომ გავაუმჯობესო, სწორედ მას ვიყენებ

2106

მუმიას(იგივე შილაჯიტი, ბარაგ-შუნი, მთის ფისი) სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ ინდოეთსა და საბერძნეთში გამოიყენებდნენ. პირველად, მისი სამკურნალო თვისებები არისტოტელემ შეისწავლა და აღწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა მუმია შეუცვლელ საშუალებად რჩება უამრავი დაავადების წინააღმდეგ.

მუმიას მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც გარეგნულად, ისე შემადგენლობითაც განსხვავდება. ძირითადად, ეს ნივთიერება ფრინველთა ექსკრემენტებისგან ჩნდება, რომელიც, როგორც კი მზეზე დადნება, ჯდება კლდის ფორებში და ამდიდრებს მას მინერალებით. ნატურალური ნედლეულისგან, ჩვეულებრივ, მხოლოდ მუმიას ექსტრაქტს – ფისისმაგვარ ნივთიერებას მოიპოვებენ, რომელსაც სპეციფიკური სუნი და გემო აქვს.

მუმიას სამკურნალო თვისებები ვლინდება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენების დროსაც. არსებობს მრავალი ვარიაცია მალამოებისა და გელებისა, რომლებიც ამ ნივთიერებისგან მზადდება. მას, ასევე, აფთიაქში აბებისა და კაფსულების სახით ყიდიან.

მუმიას სარგებელი

მუმია გვეხმარება მოტეხილობების, დამწვრობის, ჭრილობების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, გასტრიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს.

მისი მოხმარება კურნავს თავის ტკივილებს, ბრონქიტს, ანგინას, პნევმონიას, ასთმას, ქრონიკულ სურდოს, შუა ყურის ანთებას, ძვლების ტუბერკულოზსა და ბუასილს. გვევლინება დამხმარე საშუალებად ქალებსა და მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ. ამ სამკურნალო ნივთიერების დახმარებით, ასევე, შეგიძლიათ დაივიწყოთ სიყრუვე, სლოკინი, ქალური დაავადებები, რადიკულიტი, დამბლა, ნევრალგია, პაროდონტოზი, ცისტიტი და სხვ.

შეიძლება იფიქროთ, რომ ყველა ეს ჩვენება ერთი სამკურნალო საშუალებისთვის მეტისმეტად ბევრი და გაზვიადებულიც კია, თუმცა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. დამტკიცებულია, რომ ნატურალური მუმია აუმჯობესებს ბიოსინთეზს, შესაბამისად, იგი დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე და არა მის რომელიმე ნაწილზე. მისი გავლენით ადამიანის სხეული მთლიანად იწმინდება ყველა მავნე მიკროორგანიზმისგან.

რაც შეეხება დოზის გადაჭარბებას: თუ ერთჯერადად თუნდაც ათმაგად გადააჭარბებთ პრეპარატის დოზას, არავითარ გვერდით მოვლენას არ მიიღებთ. თუმცა, თუ პრეპარატს დიდი დოზით იღებთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეს ტემპერატურის მომატებას, ჭარბოფლიანობას, გულისრევასა და დიარეას გამოიწვევს.

და მაინც, მიუხედავად ამ პრეპარატის სარგებლიანობისა, იგი არ უნდა მოიხმაროთ პროფილაქტიკის მიზნით, გარკვეული დაავადების არარსებობის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ, თუ დამხმარე ნივთიერებებით მუდმივად დავეხმარებით ორგანიზმს, მოგვიანებით ის მიეჩვევა და უარს იტყვის დამოუკიდებლად მუშაობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!