ნებისმიერი სირთულის ხველას სწრაფად უმკურნალებთ, თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით

1089

წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვაწუხოს ისეთმა უსიამოვნო პრობლემამ, როგორიც ძლიერი ხველაა. რამდენად რთულადაც არ უნდა მიმდინარეობდეს რესპირატორული დაავადება, მას მარტივად განკურნავთ, თუ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ.

8 ნაბიჯი ნებისმიერი სირთულის ხველის დასამარცხებლად

1. დალიეთ ბევრი წყალი

ყოველ 2 საათში ერთხელ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ასე დააჩქარებთ სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნის პროცესს და შეძლებთ ბრონქების გაფართოებას.

2. მოამზადეთ გაციების საწინააღმდეგო საშინაო მალამო

  1. მინის ქილაში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი და ფუტკრის ცვილი.
  2. ქილას მჟიდროდ დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
  3. აავსეთ ჭურჭელი წყალით, დადგით ცეცხლზე და მოათავსეთ მასში ჩვენი ქილა ამ შიგთავსით.
  4. როდესაც აბაზანა გაცხელდება და წყალი დუღილს დაიწყებს, ქილას მოხადეთ თავსახური და ურიეთ შიგთავსს მუდმივად.
  5. ინგრედიენტების ერთმანეთში ბოლომდე შერევის შემდეგ ამოიღეთ ქილა ცხელი წყალიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად (ძალიან არ გააციოთ, რათა მასა არ გაქვავდეს).
  6. თბილ ნარევში დაამატეთ პიტნისა და ევკალიპტის ეთერზეთი რამდენიმე წვეთის ოდენობით.
  7. მზა საშუალება მოათავსეთ პატარა კონტეინერში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
  8. ყოველთვის, როდესაც გრიპი, გაციება ან სურდო შეგაწუხებთ, კარგად დაიმუშავეთ ცხვირის მიდამოები და საფეთქლები ამ მალამოთი. ხველის დროს შეიზილეთ ეს მალამო გულ-მკერდის არეზე.

3. ჩაიტარეთ ინჰალაცია

ჩვენი ბებიების ჯადოსნური მეთოდი გაციების, სურდოსა და ხველის სამკურნალოდ – ინჰალაცია. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ცხელ წყალში მოხარშავთ რამდენიმე კარტოფილს და ღრმად ისუნთქებთ მის ორთქლს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

თუ წყალში მცირეოდენ ევკალიპტის ეთერზეთსაც დაამატებთ, შეძლებთ ლორწოს დარბილებას და მისი გამოდევნის პროცესის სტიმულირებას.

4. მიირთვით კაიენის წიწაკა

ეს უნიკალური სანელებელი სასარგებლო არა მხოლოდ ჩვენი თმისა და კანისთვის, არამედ მთელი სასუნთქი სისტემისთვისაა. კაპსაიცინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, კაიენის ცხარე წიწაკა არაჩველებრივი საშუალებაა სურდოს დასამარცხებლად და ფილტვებიდან დაგროვებული ლორწოს მოსაშორებლად.

5. გამოიყენეთ ორეგანოს ეთერზეთი

შეაზავეთ თქვენი კერძები და სალათები ორეგანოს ეთერზეთით, თუ ხველამ ან გაციებამ შეგაწუხათ, რადგან ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებით გამორჩეული ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ბრონქებისთვის.

6. ჯანჯაფილისა და მიხაკის ნაზავი

  1. ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე.
  2. დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, მიხაკის 10 ჩხირი და 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი.
  3. მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე და ხარშეთ დუღილის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. მზა სასმელი გადაწურეთ, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და შემდეგ მიირთვით.

რეცეპტში შემავალი სამივე ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ სასმელით მარტივად მოიშორებთ გაციებას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და დაამარცხებთ ხველას.

7. მიირთვით ნიორი ამ ინსტრუქციით

  1. ნიორი – ძლიერი ანტივირუსული საშუალება და ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
  2. ჩაასხით ქვაბში 250 მლ რძე.
  3. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ნიორი.
  4. მიიყვანეთ დუღილამდე.
  5. ხარშეთ რამდენიმე წუთით.
  6. გადაწურეთ ჭიქაში და მიირთვით ცხელ მდგომარეობაში დაძინების წინ.

8. არ დაივიწყოთ თაფლი

ფინჯან ჩაის ან ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე კოვზი ლიმონის ახლადაგმოწურული წვენი. მიირთვით ეს სასმელი რეგულარულად, რათა არა მხოლოდ დაამარცხოთ გაციება, არამედ აიმაღლოთ ორგანიზმის თავდაცვითი ძალები და თავიდან აირიდოთ სეზონური დაავადებები.

თუ ჩაიში ლიმონის წვენისა და თაფლის დამატებას გადაწყვეტთ, ჯერ ოდნავ გააგრილეთ ის. მაღალი ტემპერატურის პირობებში ორივე ინგრედიენტის სასარგებლო კომპონენტების არც თუ ისე მცირე ნაწილი ნადგურდება.

ახლა თქვენ იცით, თუ როგორ ებრძოლოთ გაციებასა და ძლიერ ხველას სახლის პირობებში. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!