ფანჯრის ჩარჩოებზე ჭუჭყის კვალიც კი არ დარჩება. მარტივი 5 წუთიანი პროცედურა იდეალური სისუფთავისთვის

46413

ფანჯრების იდეალურად გასუფთავება დღეს საკმაოდ მარტივი დავალებაა, რადგან თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს არაერთ სპეციალურ, თანაც საკმაოდ ეფექტურ ქიმიურ საშუალებას. სამწუხარო მხოლოდ ის ფაქტია, რომ მსგავს საშუალებებს ძალზედ უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ამ პროდუქტებში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები ჩვენს სხეულში სასუნთქი გზების გავლით ხვდება.

ფანჯრის ჩარჩოები – რთულად მისაწვდომი ადგილი, სადაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მტვერი, ჭუჭყი, ობი და სოკოს სპორები გროვდება. მათი ბოლომდე მოშორება იმდენად რთულია, რომ ამ დავალებას საკმაოდ ხშირად ვარიდებთ თავს.

დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგითხროთ ერთი ძალიან მარტივი, უბრალო და იაფი საშუალების შესახებ, რომლის დახმარებითაც მარტივად, ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე შეძლებთ ჩარჩოების იდეალურად გასუფთავებასა და გაპრიალებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

როგორ დავუბრუნოთ იდეალური სუსფთავე ფანჯრის ჩარჩოებს

მოცემული დავალებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ისეთი საშუალება, რომელიც მტვრისა და ჭუჭყის ნარჩენების დაშლისა და ამოტანის პარალელურად, არ დააზიანებს ზედაპირს. საჭმელი სოდა და წყალბადის ზეჟანგი – კომბინაცია, რომელიც თავისი ეფექტურობით აუცილებლად გაგაოცებთ.

მაშ ასე, მოაყარეთ სოდა დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ დაასხით წყალბადის ზეჟანგი. ზეჟანგი აიღეთ იმ რაოდენობით, რომ სოდასთან შერევით მიიღოთ საშუალო სისქის, პასტისებრი მასა.

მოითმინეთ სულ 5 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ ზედაპირი ქაღალდის ხელსახოცით. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოცემული საშუალება თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!