1995 წელს კემერონი და ემილი სულ რაღაც 4 წლისანი გახლდნენ. მათი პირველი შეხვედრა საკმაოდ არასასიამოვნო გარემოში მოხდა. ბავშვები მოათავსეს ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში, რათა იქ გამოეკვლიათ მათი თანდაყოლილი პრობლემა.
საქმე იმაშია, რომ ისინი დაბადებიდან იტანჯებოდნენ შარდის ბუშტის ექსტროპიით. ამგვარი პათოლოგიის დროს, ორგანო ყალიბდება არა ორგანიზმის შიგნით, არამედ გარედან. ამგვარ პაციენტებს მსოფლიოს უმსხვილეს კლინიკებში მკურნალობენ ამ კუთხით გამოცდილი ექიმები.
ახლა, ამ ასაკში, ისინი ხშირად იხსენებენ ექიმ რობერტ ჯეფსს. სწორედ ამ სპეციალისტთან მკურნალობის პერიოდში გაიცნეს მათ ერთმანეთი. ამგვარად ჯეფსმა წყვილს აჩუქა არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ საერთო მომავალიც.
საერთო პრობლემით გაერთიანებული ბავშვები ჯერ კიდევ საავადმყოფოში დამეგობრდნენ. პატარა კემერონი შეპირდა გოგონას, რომ ისინი არასოდეს დაშორდებოდნენ ერთმანეთს. რომელი ბავშვური ფიცი უძლებს დროს?.. თუმცა, ამ წყვილის შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა.
კემერონი და ემილი სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ. მათ დიდი მანძილი აშორებდათ ერთმანეთს. ბავშვები იზრდებოდნენ და მათი მეგობრობაც მყარდებოდა, სანამ არ გადაიზარდა რაღაც უფრო ძლიერ გრძნობაში. მშობლებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ მათი სიყვარული გაუძლებდა მანძილის სიშორეს. თუმცა 2012 წლის 21 ნოემბერს კემერონმა გოგონას ხელი სთხოვა.
შემდეგი 3 წელი წყვილმა საქმროსა და საცოლის სტატუსით გაატარა. პირველ რიგში შეყვარებულებს სურდათ განათლების მიღება და შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება. 2015 წელს კემერონმა და ემილიმ ოცნების ქორწილი გადაიხადეს.
ახალგაზრდებმა ცალკე ცხოვრება დაიწყეს, რაზეც ამდენი წელი ოცნებობდნენ. 2016 წელს ემილი დაფეხმძიმდა. თუმცა, ორსულობას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია.
თავად ემილი და კემერონი დიდი ხანია გათავისუფლდნენ თანდაყოლილი დეფექტისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობდა იმის შანსი (1 70-ზე), რომ შვილებს გადაეცემოდათ ეს პრობლემა.
როდესაც შეიტყვეს, რომ გოგოს ელოდებოდნენ, მათ შვებით ამოისუნთქეს. სტატისტიკის მიხედვით, ბიჭებში ამ დაავადების გადაცემის ალბათობა 3-ჯერ მეტია, ვიდრე გოგოებში. მოგვიანებით ექიმებმა დაამშვიდეს ისინი. ულტრაბგერითმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვს არანაირი პათოლოგია არ ჰქონდა.
ორსულობის 38-ე კვირას ემილიმ საკეისრო კვეთით გააჩინა უსაყვარლესი გოგონა. ბავშვი აღმოჩნდა სრულიად ჯანმრთელი და აქტიური. ახალგაზრდა მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ადრე ემილი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რატომ ეწერა სწორედ მას ასეთი დეფექტით დაბადება. ახლა კი გოგონა მიიჩნევს, რომ ძალიან გაუმართლა.
მართალია რთულად გადასატანი იყო, მაგრამ სწორედ ამ პრობლემის წყალობით შეხვდა იგი თავისი ცხოვრების სიყვარულს. ტყუილად არ ამბობენ: არასდროს არ იცი, რას გიმზადებს ბედისწერა!