ჩვენი, აბსოლუტურად ყველა ქალბატონის სურვილია, გამოვიყურებოდეთ ყოველთვის ლამაზად და მიმზიდველად, თუნდაც ღრმა სიბერეშიც კი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასაკის მატების პარალელურად კარგი გარეგნობის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო გვიჭირს.
ნაოჭების გაღრმავება, კანის სიმტკიცის დაკარგვა და ლაქების გაჩენა – დაბერების პროცესის თანმხლები კოსტმეტიკური პრობლემები, რომლებიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის და ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს. რა თქმა უნდა, მოცემული უსიამოვნო პრობლემების გაჩენისა და განვითარებისგან არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულები.
თუ თქვენ ეძებთ ისეთ საშუალებას, რომელიც პიგმენტური ლაქებისგან სწრაფად და მარტვიად გაგათავისუფლებთ, ძალიან გაგიმართლათ! დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 5 ნატურალურ საშუალებას, რომელიც ამ ნაკლებად სასიამოვნო კოსმეტიკური პრობლემისგან მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
როგორ მოვიშოროთ ლაქები სახლის პირობებში
1. ლაიმის წვენი
ლაიმის წვენი მართლაც რომ ძალიან ეფექტური პროდუქტია სახის კანიდან შავი ლაქების მოსაშორებლად, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ის შეიცავს ჭარბი რაოდენობით C ვიტამინსა და ნატურალურ გამათეთრებელ კომპონენტებს, რომელთა დახმარებით, პიგმენტური ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პესპექტივაში კი – საერთოდ გაქრება.
ინსტრუქცია:
გაჭერით ლაიმი შუაზე და კარგად გამოწურეთ წვენი მისგან. ჩაალბეთ ბამბის დისკი ლაიმის წვენში და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებზე. დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს ლაქების სრულ გაქრობამდე.
2. კარტოფილი
თქვენს სამზარეულოში უკვე მოიპოვება მეორე ჯადოსნური ინგრედიენტიც, რომელიც ძალიან ეფექტურია პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ინსტრუქცია:
გაჭერით კარტოფილი შუაზე და მისი რბილობით კარგად დაიმუშავეთ ლაქები. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, როდესაც კარტოფილის წვენი კანზე ბოლომდე შეგაშრებათ, დაიბანეთ სახე გრილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს ლაქების სრულ გაქრობამდე.
3. ალოე ვერა
ალოე ვერა – ბუნების ნამდვილი საჩუქარი, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. გარდა ლაქების მოშორებისა, ის ძალიან ეფექტურია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად, კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, ნაოჭების გასაგლუვებლად და ა.შ.
ინსტრუქცია:
აიღეთ ნედლი ფოთოლი, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ რბილობი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.
4. დო
დო – შედღვებილი მაწვნის შემდეგ, კარაქის მასას გამოყოფილი მომჟაო სითხე, რომელსაც იყენებდნენ საჭმელად.
ინსტრუქცია:
ამ უნივერსალური პროდუქტით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, რათა ძალიან მალე ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს. შეგიძლიათ მისი კომბინირება ლაიმისა და პომიდვრის წვენთან – ასე კიდევ უფრო დააჩქარებთ ლაქების გაქრობის პროცესს.
5. სანდლის ხე
სანდლის ხის ქერქის ფხვნილი – ძალზედ ეფექტური პროდუქტი, რომელიც ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი კანისთვის. მისი დახმარებით თქვენ სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით პიგმენტურ ლაქებს.
ინსტრუქცია:
აიღეთ სანდლის ხის ფხვნილი 1 სუფრის კოვზის ოდენობით, დაუმატეთ მას იმ რაოდენობით ვარდის წყალი და გლიცერინი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა. მიღებული საშუალება კარგად შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს ლაქების სრულ გაქრობამდე.