კუპრის საპონი – რა უნდა ვიცოდეთ ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ? მას პირადად არაერთხელ ვუხსნივარ

1147

კუპრის საპონი ბუნებრივი საპონია, რომლის შემადგენლობაში არ შედის საღებავები და კონსერვანტები. სამკურნალო საპონი მზადდება არყის ხის ქერქისგან. მისთვის დამახასიათებელია ნაკლებად სასიამოვნო სუნი და სპეციფიკური შავი შეფერილობა. იაფ და ხელმისაწვდომ პროდუქტს აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დიდი ბებიები.

სამკურნალო საპონი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით. აქვს ანტიპარაზიტული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აღადგენს კანს, ეფექტურად გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, ცხიმიანი თმის მოსავლელად, აშორებს ქერტლს. არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, ამიტომ  გამოიყენეთ თამამად.

1. აკნე

თუ გაწუხებთ აკნე, გამონაყარი ან კანის ანთება აუცილებლად ცადეთ კუპრის საპონი. ყოველ საღამოს დაიბანეთ სახე კუპრის საპნით. ამ გზით დააჩქარებთ დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესს. საპონი გამოიყენეთ 1-დან 2 თვემდე რეგულარულად. შემდეგ_ კვირაში 2-ჯერ.

2. კანის დაავადებები

კუპრის საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ დერმატიტის, ეგზემის, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. საპონი სტიმულირებს კანის აღდგენა-რეგენერაციის პროცესს.

3. ქერტლის საწინააღმდეგო

უნიკალური, სასარგებლო კომპონენტების მაღალი შემცველობის წყალობით კუპრის საპონი აშორებს ქერტლს და გვიცავს მომავალში მისი განვითარებისგან.

მოცემული პროდუქტი აძლიერებს თმის ძირებს, აჩერებს  ცვენას, ანიჭებს თმას მოცულობას, ბუნებრივ მბზინვარებას.

4. ინტიმური ჰიგიენა

ანტისეპტიკური თვისებების წყალობით კუპრის საპონი საიმედოდ გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, ვირუსებისა და სოკოებისგან. სწორედ ამიტომ, საუკეთესო საშუალებაა ინტიმური ჰიგიენისთვის.

5. სწრაფად ახორცებს ჭრილობებს

კუპრის საპონი საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალებაა და აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

6. გვიცავს ოფლიანობისგან

ჭარბოფლიანობის დროს გამოიყენეთ კუპრის საპონი. რეგულარულად დაიბანეთ სამკურნალო საპნით იღლიები, ფეხები და სამუდამოდ გათავისუფლდით ჭარბოფლიანობისგან  და უსიამოვნო სუნისგან.

7. ანადგურებს პარაზიტებს

ტილების საწინააღმდეგოდ ქიმიური პრეპარატების ნაცვლად გამოიყენეთ ბიუჯეტური და უსაფრთხო კუპრის საპონი.

8. სოკოვანი ინფექცია

კუპრის საპონი არაჩვეულებრივი საშუალებაა სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიქაფეთ დაინფიცირებული უბნები კუპრის საპნით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. გამოიჩინეთ მოთმინება, პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად, რადგან სოკოვანი ინფექციის აღმოსაფხვრელად საკმაოდ დიდი დრო და რეგულარული მკურნალობაა აუცილებელი.

კუპრის საპონი მართლაც რომ უებარი საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პრობლემათა სამკურნალოდ. თუ იყენებთ ამ პროდუქტს თქვენ? გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!