წყალბადის ზეჟანგი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში ძალიან მეხმარება. მოგითხრობთ ამ უნივერსალური პროდუქტის სრული პოტენციალის შესახებ

30157

წყალბადის ზეჟანგი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალო და სადეზინფექციო  თვალსაზრისით. ყოველდღიურ ცხოვრებაში წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის გამოყენების მრავალი გზა არსებობს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს:

1. ასრულებს მათეთრებლის როლს. წყალბადის ზეჟანგის საშუალებით მარტივად შეძლებთ ლაქების მოშორებას.

2. თუ თეთრი პერანგი დაგილაქავდათ არ ინერვიულოთ,  მოცემულ პრობლემას მოაგვარებთ წყალბადის ზეჟანგით. უბრალოდ დაასხით ლაქაზე ხსნარის რამდენიმე წვეთი, ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ პერანგი ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ.

3. წყალბადის ზეჟანგით შეგიძლიათ ლაქები მოაშოროთ პირსახოცებს, სამზარეულოს ტილოებს. ლაქაზე დაასხით ცოტა წყალბადის ზეჟანგი. თუ ნივთი ფერადია, დიდხანს არ გააჩეროთ, ჯერ ხელით ამორეცხეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ.

4. ლაქების მოშორება შეგიძლიათ როგორც ქსოვილიდან, ისე ნებისმიერი ზედაპირიდან. სამზარეულოს ზედაპირის გასწმენდად ქიმიური საშუალებების ნაცვლად გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი. სისუფთავე და სტერილობა გარანტირებულია!

5. თუ მაცივარში უსიამოვნო სუნია, გამოწმინდეთ ის წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ღრუბლით.

6. გირჩევთ, სახლის დასუფთავების დროს აქტიურად გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი. ის შთანთქავს უსიამოვნო სუნს და უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

7. ხის იატაკის მოწმენდის დროს თბილ წყალს შეურიეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი. თქვენი იატაკი იპრიალებს და არ დარჩება ზოლები.

8. ცივ წყალს შეურიეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი და მომზადებულ ხსნარში რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ პამიდორი ან სხვა ბოსტნეული და გაწმინდეთ ისინი პესტიციდებისგან.

9. იმისათვის, რომ ოთახის მცენარე დაიცვათ სოკოსა და მავნებლებისგან, უმკურნალეთ მათ წყალბადის ზეჟანგის სუსტი ხსნარით. 1 ლ წყალში გახსენით 1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი და მორწყეთ თქვენი მცენარეები.

10. წყალბადის ზეჟანგის საშუალებით მარტივად შეძლებთ ობის მოშორებას სააბაზანოში. დაბინძურებული ზედაპირი გაწმინდეთ წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ღრუბლით. თუ შესაძლებელია დაასხით, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გაწმინდეთ.

11. თუ შეამჩნიეთ აკვარიუმში სოკოს ან ლორწოს, წყალს დაამატეთ წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი. ამ გზით უსაფრთხოდ შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

12. ფეხის სოკოს საწინააღმდეგოდ გაიკეთეთ წყალბადის ზეჟანგის აბაზანები. თბილ წყალს დაამატეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი საათით ჩაყავით ფეხები. პროცედურის ბოლოს წაისვით სოკოს საწინააღმდეგო საცხი.

13. წყალბადის ზეჟანგი არბილებს თმას და მატებს მოცულობას. თბილ წყალს დაამატეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი, უნდა მიიღოთ სუსტი ხსნარი. თმის დაბანამდე ჯერ გადაივლეთ მომზადებული ხსნარი და შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. პროცედურები ჩაიტარეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

14. აკნესა და გამონაყარის საწინააღმდეგოდ წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმიანი კანის გასაწმენდად. ბამბის ტამპონზე დაასხით ცოტა წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი და გაიწმინდეთ სახე.

15. წყალბადის ზეჟანგით მომზადებული ხსნარი პირის ღრუს საუკეთესო სავლებია. კლავს ბაქტერიებს, წმენდს კბილებს ნადებისგან და საჭმლის ნარჩენებისგან.