როგორ დავუბრუნოთ ახალგაზრდობა ქუთუთოების კანს: 5 საშუალება, რომელიც ქირურგიულ ჩარევას აგარიდებთ

10349

ჩვენ თითქმის ყოველი ორი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტების რეკლამას. მსგავსი პროდუქცია მარკეტინგულად იმდენად კარგად არის შეფუთული, დაუყონებლივ მათი შეძენის სურვილი გვიჩნდება, თუმცა ძალიან ხშირად მოლოდინი რეალობას არა უბრალოდ ვერ აჭარბებს, არამედ ასეთი პროდუქტების უმრავლესობა აბსოლიტურად უსარგებლო და უშედეგოა.

ქუთუთოების კანის დაზიანება, ნაოჭების გაჩენა და მათი ტონუსის დაკარგვა – პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად ქალბატონებში 35 წლის შემდეგ იჩენს თავს. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ შუახნის ასაკშიც გვსურს, ლამაზად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ? გირჩევთ, უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ, რომლებიც ნებისმიერ დარეკლამებულ კოსმეტიკაზე უკეთ მუშაობს.

რატომ ზიანდება ქუთუთოების კანი

ქუთუთეობის კანი ძალიან ნაზი და თხელია, მასში საერთოდ არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები, რომლებიც დამცავ ფენას ქმნის და იცავს ჩვენს კანს ჭარბი ტენის დაკარგვისგან. სწორედ ამ მიზეზის გამო, უკვე 25 წლის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა მიმიკური ნაოჭების გაჩენას და ქუთუთოების კანის ტონუნის დაკარგვას ამჩნევს.

როდესაც შესაბამის ზომებს დროულად არ ვიღებთ, დროთა განმავლობაში ეს კოსმეტიკური დეფექტი სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, რაც ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს და ვიზუალურად ზედმეტ წლებს გვმატებს.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, პრობლემას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მუდმივი სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, ვიტმაინების უკმარისობა და ა.შ.

როგორიც არ უნდა იყოს რეალობა, ახალგაზრდობისა და სილამაზის დათმობას ბრძოლის გარეშე არცერთი ქალბატონი არ აპირებს. მათი ერთი ნაწილი რადიკალურ ზომებს მიმართავს და პრობლემას ქირურგიული ჩარევით ებრძვის, მეორე ნაწილი მსგავსი დეფექტების შესანიღბად სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს, ზოგიც კი უპირატესობას სწორედ იმ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებს, რომელთა ეფექტურობა დროთია და პრაქტიკით არის დამოწმებული.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, იაფ და ძალიან ეფექტურ გზას, თუ როგორ დავუბრუნოთ ქუთუთოების კანს ახალგაზრდობა და სილამაზე. თითოეული ამ მეთოდის ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

საშინაო საშუალებები ქუთუთოების კანისთვის

ლიფტინგ-ნიღაბი კვერცხის ცილით

ერთი კვერცხის ცილა მსუბუქად ათქვიფეთ, დაასველეთ მასში ბამბის დისკი და დაიმუშავეთ ქუთუთოების კანი. დახუჭეთ თვალები და დაიფინეთ ზემოდან ბამბის ტენიანი დისკები, დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 10 წუთით და შემდეგ მოიშორეთ. ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ საღამოს 5 დღის განმავლობაში და შემდეგ გააკეთოთ 1 კვირიანი შესვენება.

ჩაის კოპრესები

გვირილის ჩაი და მწვანე ჩაი – ორი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს. ჩაის ტენიანი ბალიშები დაიფინეთ ქუთუთოების კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, რათა მოიხსნათ შეშეუპება და შავი ტომრები თვალებს ქვემოთ.

ალოეს ემულსია

4 ს.კ. უცხიმო მაწონში ჩაამატეთ 1 ს.კ. ალოეს წვენი, კარგად გადაურიეთ. მზა ნარევში ჩაალბეთ ბამბის დისკები და დაიფინეთ ისინი ქუთუთოების კანზე. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. მორჩენილი ნარევი შეინახეთ მაცვარში და გამოყენეთ შემდეგი პროცედურებისთვის.

კიტრის ნიღაბი

ახალი კიტრის ნახევარი კარგად გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული ფაფისგან ბოლომდე გამოწურეთ წვენი. ფაფისებრი მასა, რომელიც დაგრჩებათ, სქელ ფენად წაისვით თვალების გარშემო და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით.

20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნარევი სახიდან და დაიმუშავეთ ქუთუთოების კანი კიტრის წვენში დასველებული ბამბის დისკებით. მასა, რომელიც დაგრჩებთ, გაყინეთ. მეორე დილას კიტრის წვენის ყინულის კუბიკებით კარგად დაიმუშავეთ მთელი სახე.

კარტოფილის კომპრესები

ეს ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა! კარტოფილის კომპრესების დახმარებით თქვენ შეძლებთ კანის ტონის გათანაბრებას, მის სათანადოდ დატენიანებას და გამოკვებას. უბრალოდ გაასუფთავეთ ბოსტნეული კანისგან, დაჭერით სქელ ნაჭრებად და დაიფინეთ თვალების გარშემო არსებულ კანზე. დაიტოვეთ კარტოფილის კომპრესი სამოქმედოდ დაახლოებით 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით.

თუ სახლის პირობებში თავის გაახალგაზრდავება გსურთ, გახსოვდეთ, მთავარი მონდომება და ამ პროცედურების რეგულარულად ჩატარებაა.

არ დაგავიწყდეთ თქვენი მეგობრებისთვის ამ გამაახალგაზრდავებელი საშუალებების გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!