თქვენი თმა სქელი, მოცულობითი და ძლიერი რომ იყოს, შამპუნი საკუთარი ხელით მოამზადეთ

3111

შემოგთავაზებთ თმის ხელნაკეთი შამპუნის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ სრულყოფილების მიღწევას. შამპუნი თმას ხდის გლუვს, დამყოლს, მატებს მოცულობასა და ბუნებრივ მბზინვარებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 20 გრ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • გამხმარი ჭინჭარი, გულყვითელა, ორკბილა თითო-თითო ჩ. კ.
  • ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თალგამის ზეთი ნახევარი ჩ. კ. (ცხიმიანი თმის შემთხვევაში არ დაამატოთ)
  • თქვენთვის სასურველი არომატის ეთერზეთი რამდენიმე წვეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გამხმარ ბალახებს (შეგიძლიათ ჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე ბალახი გამოიყენოთ) დაასხით ადუღებული წყალი, მოურიეთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 2 საათი. გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ და დაასხით ჟელატინს. გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე (არ აადუღოთ).
  2. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ შინაური კვერცხი. კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან. გულს დაამატეთ თალგამის ზეთი, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და ათქვიფეთ.
  3. შემდეგ თითო-თითო კოვზობით დაამატეთ გაგრილებული ჟელატინი, თან თქვეფთ განუწყვეტლივ.
  4. ხელნაკეთი შამპუნი მზად არის. დაიტანეთ სველ თმაზე და  წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  5. შამპუნი მოამზადეთ გამოყენების წინ.

ძალიან მალე გაოცდებით და ნახავთ, რომ თმის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ ვერ გაბედავთ მოცემული რეცეპტის მიხედვით ხელნაკეთი შამპუნის გამოყენებას, მაშინ თქვენს შამპუნს დაამატეთ ბალახების ნაყენით მომზადებული ჟელატინი (მოამზადეთ სტატიაში მოცემული წესის მიხედვით) და შედეგს თავად ნახავთ.