მიირთვით 1 ს.კ. ეს ნარევი ყოველ დილას, რათა სახსრების ტკივილმა აღარასდროს შეგაწუხოთ

49129

არსებობს არაერთი ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალება, რომელიც აძლიერებს ჩვენს ძვლებსა და სახსრებს. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამატებითი, ასევე ძირითადი სამკურნალო საშუალების სახით. ორივე შემთხვევაში ასეთი საშუალებები არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ.

დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორეთ ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური რეცეპტი გაგიზიაროთ. თუ ამ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ და გაითვალისწინებთ გარკვეულ რეკომენდაციებს, სახსრების ძლიერი ტკივილი აღარასდროს შეგაწუხებთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასაკის მატების პარალელურად ჩვენი სხეული იფიტება და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა სუსტდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დისკომფორტის ყველაზე მცირე შეგრძნებასაც კი დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ და დროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მომავალში პრობლემა არ გამწვავდეს და სერიოზული ფორმები არ შეიძინოს.

როგორიც არ უნდა იყოს სიმპტომები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანი აწყდება სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ბუნებვირი მოვლენაა. ადამიანების ერთი ნაწილი ასეთ დროს ზუსტად იცავს ექიმის რეკომენდაციებს და პრობლემის აღმოსაფხვრელად მხოლოდ მისი დანიშნულების მიხედვით მოქმედებს, მეორე ნაწილი კი დახმარებისთვის იმ ნატურალურ საშუალებებსა და პროდუქტებს მიმართავს, რომლებითაც ბუნება გვაჯილდოვებს.

რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და მისი რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ უებარი ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ. მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

ნატურალური საშუალება ძვლებისა და სახსრების გასაჯანსაღებლად

დღევანდელ სტატიაში მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო ნატურალურ საშუალებაზე, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანუტი თვისებებით გამორჩეული ნატურალური და იაფი კომპონენტებისგან შედგება. ეს საშუალება აძლიერებს ძვლებს და მინიმუმამდე ამცირებს სახსრების დაავადებების განვითარების რისკს.

რატომაა ეს ნატურალური საშუალება ასეთი ეფექტური? 

  • კალციუმი და მაგნიუმი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ეს საშუალება, აუცილებელი მინერალებია ჩვენი ძვლოვანი ქსოვილების ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის.
  • ამ რეცეპტში შემავალი კომპონენტები მდიდარია კალიუმითაც. როგორც მოგეხსენებათ, ეს მინერალი არეგულირებს ნატრიუმის დონეს სხეულში და თავიდან გვარიდებს ზედმეტი სითხის შეკავებას.
  • ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჭარბადაა ამ საშუალებაში, ამცირებს ქსოვილების ანთებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • ცილები ვიტამინებთან და ანტიოქსიდანტებთან ერთად სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს და იცავს ჩვენს სახსრებს.
  • და ბოლოს, რეგულარულად ამ ნატურალური საშუალების მიღებით თქვენ დატვირთავთ ორგანიზმს უშრეტი სასიცოცხლო ენერგიით და ასე შეძლებთ არა მხოლოდ თქვენი ფიზიკური, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასაც კი.

ნატურალური საშუალების რეცეპტი, რომელიც ბოლომდე აღადგენს ძვლებსა და სახსრებს

ინგრედიენტები: 

  • 2 ს.კ. გოგრის თესლი
  • 2 ს.კ. სეზამის თესლი
  • 2 ს.კ. ჟელატინი
  • 5 ს.კ. სელის თესლი
  • 3 ს.კ. ქიშმიში
  • 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი

მომზადება: 

  1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ჟელატინი, თაფლი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 2-3 წუთის განმავლობაში.
  2. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ნარევი, რომელშიც არ დარჩება მკვრივი მასები.
  3. მზა ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი: 

  1. 1 ს.კ. ეს სამკურნალო საშუალება აუცილებლად უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე.
  2. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია რეგულარულობა.
  3. თუ ნარევის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ გახსნათ ის 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.
  4. მზა საშუალება აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში, არაუმეტეს 2 თვისა.

სხვა რეკომენდაციები

  • თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯნასაღება გსურთ, მინიმუმამდე შეამცირეთ გაზირებული სასმელების, რაფინირებული შაქრისა და ფასტ-ფუდის მიღება.
  • გაამდიდრეთ კვების რაციონი ახალი ხილით, ბოსტნეულით, მთელი მარცვლებითა და ფრინველის ხორცით.
  • მიირთვით ხშირად კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი რძე, რათა გაიძლიეროთ ძვლები და სახსრები.
  • ყოველდღიურად აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
  • რეგულარულად დატვირთეთ საკუთარი თავი ფიზიკურად, თუმცა აუცილებლად ზომიერების ფარგლებში.

თუ თქვენ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ საშუალებას ყოველდღიურად მიიღებთ და მოცემულ რეკომენდაციებს დაიცავთ, სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან მალე აღარ შეგაწუხებთ.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!