გაოცება ვერ დავმალე, როდეაც მეგობარმა თმის მოსავლელად მაიონეზი მირჩია. შედეგით იმდენად კმაყოფილი ვარ, ჩემ გარშემო ყველას ვურჩევ

3592

შემოგთავაზებთ უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი კვებავს თმას, ასწრაფებს ზრდას, აფერხებს ცვენას, მატებს მოცულობას.

მაიონეზისა და ხახვის ფოჩების ბაზაზე მომზადებული ნიღაბი უნდა წაისვათ სუფთა თმაზე.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ცხიმიანი მაიონეზი
  • ცხიმიანი კეფირი
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.
  • ხახვის ფოჩების ნახარში 2 ს. კ.

მომზადების წესი:

პირველ რიგში, მოამზადეთ ხახვის ფოჩების ნახარში. 2-3 ცალი ხახვის ფოჩებს დაასხით 100 მლ-მდე წყალი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი.

მაიონეზი და კეფირი აიღეთ თანაბარი რაოდენობით (რაოდენობა განსაზღვრეთ თმის სიგრძის მიხედვით) და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დარიჩინი, ხახვის ფოჩების ნახარში და აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ნიღაბი დაიტანეთ თავის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. შემდეგ გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და წაისვით ბალზამი.