ასე მოვიშორე ლაქები და ნაოჭები ნატურალური ნაზავით, ქირურგიული ჩარევის გარეშე

5208

ჩვენი კანის სილამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე და ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზე. როდესაც ყველაფერი მწყობრში და წესრიგში გვაქვს, კანის ნაადრევი დაბერების, ნაოჭების გაღრმავებისა და ლაქების გაჩენის არ უნდა გვეშინოდეს.

ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე გარემოს მავნე ფაქტორებსაც. ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული სასმელი წყალი – კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კანის ნაადრევ დაბერებას პროვოცირებს.

კარგი გარეგნობა და სილამაზე დიდი ხნით რომ შევინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ კანის რეგულარულად გამოკვებაზე და დატენიანებზე, რაშიც სხვადასხვა სპეციალური საშუალებები გვეხმარება.

მართალია, თანამედროვე ბაზარზე არსებობს ათასობით დარეკლამებული კოსმეტიკური პროდუქტი, თუმცა მათი უმრავლესობა ეფექუტორბით ნამდვილად არ გამოირჩევა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მსგავსი კოსმეტიკური პროდუქციის შეძენა პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული.

ჩვენი რჩევა იქნება, მაქსიმალურად მოერიდოთ ამ კოსმეტიკურ პროდუქციას, რომელთა ეფექტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათ ნაცვლად, შეაჩერეთ არჩევანი ნატურალურ საშინაო საშუალებებზე, რომელთაც მართლაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.

როგორ გავიგლუვოთ ნაოჭები და მოვიშოროთ ლაქები

ინგრედიენტები:

  • 110 გრამი ქოქოსის ზეთი
  • 100 გრამი ალოე ვერას გელი
  • ლავანდის ან ვანილის ეთერზეთი

ინსტრუქცია:

  1. ქოქოსის ზეთისა და ალო ვერას გელისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მიქსერის ან ბლენდერის გამოყენებით.
  2. ბლანტი კონსისტენციის მქონე პასტისებრ მასაში, რომელსაც ამ ორი ინგრედიენტის შერევით მიიღებთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  3. სახის კანის მოსავლელი მზა საშუალება გადაიტანეთ მინის კონტეინერში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მშრალ ადგილას ოთხის ტემპერატურაზე.

კარგად შეიზილეთ ეს საშუალება ნელი წრიული მოძრაობებით სახის კანში, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა შხაპის მიღების შემდეგ.

მოცემული საშუალების ეფექტურობა განპირობებულია სამივე კომპონენტის გასაოცარი თვისებებით, რომლებიც წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის განუყოფელ ნაწილს.

ალო ვერა ამარცხებს კანის გაღიზიანებას, ქავილის შეგრძნებას, თავიდან გვაირდებს ალერგიულ რეაქციებს და სტრიების გაჩენას. ამ მცენარეს აქვს პიგმენტური ლაქების გაღიავებისა და ნაოჭების გაგლუვების უნარი.

რაც შეეხება ქოქოსის ზეთს, ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად. ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებების ხარჯზე, ის იცავს ჩვენს კანს მავნე მიკროორგანიზმებისგან.

კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო შედეგი იხილოთ. მოცემული საშუალების რეგულარული გამოყენებიდან უკვე 1 თვეში შენიშნავთ, თუ როგორ მცირდება ნაოჭები და ლაქები ზომაში, იჭიმება სახის კანი და იბრუნებს ის თავდაპირველ ტონუსს.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!