შემოგთავაზებთ საბავშო პუდრის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ გარკვეული პრობლემების ძალიან სწრაფად და მარტივად გადაჭრას.
- საბავშვო პუდრი საუკეთესო საშუალებაა ფეხის ოფლიანობის დასაძლევად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად. უბრალოდ ჩაყარეთ პუდრი ფეხსაცმელებში და სუნი და ტენიანობა მყისიერად შეიწოვება.
- თუ ფეხსაცმელი ფეხს გტკენთ, ამ პრობლემის გადაჭრასაც შეძლებთ პუდრით. ჩაყარეთ ფხვნილი ფეხსაცმელში და აირიდებთ კანის გახეხვას და მოსალოდნელ გართულებებს.
- დეპილაციის ან გაპარსვის წინ კანზე წაისვით საბავშვო პუდრი და აირიდეთ კანის გაღიზიანება, წვა და ანთება.
- თუ გსურთ ფუმფულა წამწამები, ტუშის გამოყენებამდე ფუნჯით თხელ ფენად წაისვით საბავშვო პუდრი.
- თუ მოულოდნელად ამოგეწურათ სახის კანის პუდრი, არ ინერვიულოთ! ჩაანაცვლეთ ის საბავშვო პუდრით. გადაისვით თხელ ფენად და კანი მყისიერად გაგიხდებათ მქრქალი და ხავერდოვანი.
- კანზე ნაკაწრის ან სიწითლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ წაისვით საბავშვო პუდრი და ჩაიტარეთ დეზინფექცია.
- გაგვიანდებათ შეხვედრაზე და ვერ მოასწარით თავის დაბანა? მშრალი შამპუნის ნაცვლად გამოიყენეთ საბავშვო პუდრი. დაიყარეთ ხელებზე და შეიზილეთ თმაზე და ხელით ჩამოივარცხნეთ.
იცოდით, რისთვის იყენებენ მებააღეები საბავშვო პუდრს?
- პუდრს აყრიან მცენარის ტუბერებსა და ბოლქვებს, რათა მათზე არ მოხდეს ობის ფორმირება.
- საბავშვო პუდრის საშუალებით შეძლებთ ხალიჩის გაწმენდას და უსიამოვნო სუნის გაქრობას. მოაყარეთ ფხვნილი ხალიჩაზე და გააჩერეთ 20 წუთი. ფხვნილი აიღეთ მტვერსასრუტით.
- თქვენს ოთხფეხა მეგობარს დაიცავთ რწყილებისგან და სხვა მწერებისგან, თუ გასეირნების წინ მოაყრით პუდრს და ბეწვს ჩამოვარცხნით. პუდრის სუნს არ ეკარება მავნებლები და ძაღლის ბეწვიც უფრო ფუმფულა და სუფთაა.
თუ სამოსი ცხიმით დაგილაქავდათ, დაუყონებლივ მოაყარეთ ლაქაზე პუდრი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ის შეიწოვს ცხიმს. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.