როგორ გავწიმდოთ სააბაზანო ჟანგისა და ყვითელი ნადებისგან. გაანადგურებთ მავნე ბაქტერიებსაც

24843

ნებისმიერი სახის დაბინურებას, მათ შორის ჟანგსა და ყვითელ ნადებს, მარტივად გაუმკლავდებით ხელმისაწვდომი ნარევით, რომლის მომზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით.

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რადმენად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს ვანა-ტუალეტის დალაგება-დასუფთავება. ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობებს საგრძნობლად შეიმსუბუქებთ და გაიმარტივებთ, თუ ჩვენს დღევანდელ საშუალებას გამოიყენებთ.

უსიამოვნო სუნი, მილიარდობით მავნე მიკრობი და ბაქტერია, ყვითელი ნადები, ჟანგი და ობი წარსულში დარჩება, თუ ამ ინფორმაციით შეიარაღდებით.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. დაგჭირდებათ სპრეი-ბოთლი, რომელშიც უნდა ჩაასხათ 100 მლ ნიშადურის სპირტი.
  2. დაუმატეთ მას 50 მლ წყალბადის ზეჟანგი და შიგთავსი კარგად შეანჯღრიეთ.
  3. კარგად მიაპკურეთ ის დაბინძურებულ ზედაპირს, დააყოვნეთ 15 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ სუფთა ქსოვილით.
  4. პირობას გაძლევთ, შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

ნიშადურის სპირტისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი მართლაც რომ ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ გაასუფთავებს ნებისმიერ ზედაპირს ლაქებისა და ნადებისგან, არამედ გაანადგურებს მილიარდობით მავნე ბაქტერისა და მიკრობს.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ ძალიან ეფექტური საშუალების შესახებ.