როგორ მოვამზადოთ გოგრის უგემრიელესი მარმელადი საკუთარი ხელით

2380

თუ გოგრის მოყვარული ხართ, აუცილებლად ცადეთ მისგან უგემრიელესი მარმელადის მომზადება ჩვენი დღევანდელი მარტივი რეცეპტით. მოცემული დესერტი მზადდება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან, ჟელატინის დამატების გარეშე. ჩვენს დღევანდელ რეცეპტში შემასქელებელ ნივთიერებად გვევლინება აგარ-აგარი და გონივრული რაოდენობით შაქარი. რა თქმა უნდა, შაქრის ნაცვლად, მისი ნებისმიერი შემცვლელის გამოყენება შეგიძლიათ. რეცეპტში შემავალი ლიმონის წვენი ანიჭებს დესერტს ოდნავ მომჟავო გემოს და ანეიტრალებს იმ ბუნებრივ სიტკობს, რომელიც გოგრისთვისაა დამახასიათებელი.

გოგრის უგემრიელესი მარმელადი

ინგრედიენტები: 

  • გოგრა – 500 გრამი
  • შაქარი – 4 ს.კ.
  • ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
  • წყალი – 80 მლ
  • აგარ-აგარი – 2 ჩ.კ.

მომზადება: 

1. გოგრა კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ ქერქისგან და თესლებისგან. 500 გრამი რბილობი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 80 მილილიტრი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

2. ქვაბს დააფარეთ თავსახური, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ გოგრის რბილობი დუღილის დაწყებიდან კიდევ 15 წუთის განმავლობაში (პერიოდულად მსუბუქად მოურიეთ). მზა გოგრა უნდა გახდეს ძალიან რბილი და მარტივად იჩხვლიტებოდეს კბილის ჩხირით.

3. მოხარშულ გოგრას მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და შემდეგ მოამზადეთ ფაფა რბილობისგან ბლენდერის გამოყენებით. გოგრის ფაფას დაუმატეთ მოცემული რაოდენობით შაქარი და ლიმონის წვენი, შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

4. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ ახალ, სუფთა ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც გოგრის ფაფა კარგად შეთბება, დაუმატეთ მას აგარ-აგარი და მუდმივი მორევის პირობებში განაგრძეთ ნარევის ხარშვა კიდევ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.

5. ცხელი მასა სწრაფადვე გადაიტანეთ სილიკონის ფორმებში და დატოვეთ გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შედგით მაცივარში. უკვე დაახლოებით 15-20 წუთში გოგრის უგემრიელესი მარმელადი მზად არის!

სურვილისამებრ, შეგიძლიათ მისი ამოვლება ქოქოსის ფანტელებში, შაქრის პუდრში, დაფქულ სეზამის თესლში და ა.შ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია გოგრის მოყვარულ მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!