შემოგთავაზებთ ბოსტნეულით მომზადებული სამკურნალო კოქტეილის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის აღმოფხვრას. ბოსტნეულის კოქტეილი ღვიძლისთვის სამკურნალო შრატივითაა.
ბოსტნეულის კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სტაფილო 3 ცალი
- მწვანე ვაშლი 2 ცალი
- ჭარხალი 1 თავი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი (ნედლი)
- რამდენიმე მწვანე სალათის ფურცელი ან ისპანახი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ინგრედიენტები გარეცხეთ, დაჭერით, დაამატეთ ლიმონის წვენი, 2 ჩ. ჭ. წყალი და დააბლენდერეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
- ფლავონოიდებითა და A ვიტამინით მდიდარი სტაფილო კვებავს ღვიძლს.
- პექტინით მდიდარი ვაშლი კი ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას.
- მწვანე სალათა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- ჯანჯაფილი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, ხსნის შებერილობას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- უმი ჭარხალი შეიცავს უამრავ ბოჭკოს.
- მოცემული სასმელი წმენდს ღვიძლს და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
- მიიღეთ დღეში 1 ჭიქა, სასურველია უზმოზე. მკურნალობის პერიოდში მიირთვით მხოლოდ მოხარშული საკვები. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას.
სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა 1 კვირა. გისურვებთ ჯანმრთელობას!