ეს ჩემი ოცნების სახლია! მართალია, ის პატარაა, თუმცა მისი ინტერიერი აუცილებლად მოგხიბლავთ

0
603

რა სჯობს, როდესაც ლამაზ ადგილას და ლამაზ გარემოში აგარაკი ან სულაც პატარა კოტეჯი გაქვს, სადაც ნებისმიერ დროს მოსვენებას და განმარტოებას შეძლებ? ეს პატარა სახლი, რომლის ექსტერიერი პირადად მე ძალიან მხიბლავს, ნამდვილი საოცრებაა! როდესაც ამ სახლში შეიხედავთ, იდეალური, ელეგანტური დიზაინი და ფერთა საოცარი შეხამება გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვბთ.

საძინებელი ოთახი ამ სახლში მთლიანად ხისგან არის დამზადებული, რაც ყოველთვის თბილ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ოთახში მოზრდილი ზომის მინის ფანჯარაცაა, რომელიც ატარებს მზის თბილ სხივებს და ძალიან მსუბუქ, რბილ და სასიამოვნო ტყისთვის დამახასიათებელ ისეთ ხმებს, როგორიც ჩიტების ჭიკჭიკია. ასეთ გარემოში დაძინება და მოსვენება ნამდვილად უდიდესი სიამოვნებაა, არა?

ვერანდა შესრულებულია მინიმალისტურ სტილში. ფოტოებზე სივრცე არც თუ ისე დიდი ჩანს, თუმცა აქ საკმარისი ადგილია სტუმრების მისაღებად და ლამაზი პეიზაჟის ფონზე სასიამოვნო საუბრის გასამართად.

ამ პატარა სახლში აბსოლიტურად ყველა ოთახი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანმა ხარისხიანად დასვენება მოახერხოს. პატარა ფანჯრებიდან, რომელთაც ფოტოებზე ხედავთ, ყოველთვის იდეალური ხედი მოსჩანს, რაც სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას ქმნის.

გემრიელად სადილობა ასეთ სამზარეულოში კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა, არა?

სართულებს შორის მოწყობილია ძალიან პატარა, თუმცა კომფორტული და მოსახერხებელი სამუშაო კუთხე.

ეს კი მისაღები ოთახია, სადაც თითოეული დეტალი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია.

პირველ სართულზე რამდენიმე ზონაა. თითოეული მათგანი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს…

მართალია, ეს სახლი ზომებში არც თუ ისე დიდია, თუმცა მასში ყველაფერი იმდენად იდეალურადაა მოწყობილი, პირადად ჩემში დიდ მოწონებასა და გაოცებას იწვევს.

ამ სახლის სახელწოდებაა “Кvale Hytte Cottage”. მან უკვე მოიპოვა რამდენიმე პრიზი და ორიოდე წლის უკან ნამდვილ ჰიტადაც იქცა. ეს სწორედ ის სახლია, რომელშიც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი!

იცხოვრებდით ამ კოტეჯში? აუცილებლად მოგვიყევით, რას ფიქრობთ თქვენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here