როგორ დავაჩქაროთ ორგანიზმიდან ნიკოტინის განდევნის პროცესი. რეცეპტი, რომელმაც მიხსნა

740

ნიკოტინი თამბაქოს ფოთლების შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი ტოქსინია, რომელიც არყევს ადამიანის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით ზიანდება ფილტვები და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოები.

ნიკოტინი მომწამვლელი ნივთიერებაა რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს, არტერიულ წნევას.

მოწევის დროს მწეველი შეისუნთქავს უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას. თამბაქოს ფოთლების წვის შედეგად წარმოიქმნება კუპრი (ფისის მსგავსი წებოვანი ნივთიერება). მოწევის დროს კუპრი რჩება სასუნთქ სისტემაში, ფარავს ლორწოვან გარსს და აღიზიანებს მას.

შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებით გაიწმენდთ ფილტვებს, სასუნთქ სისტემას, გამოდევნით ორგანიზმიდან მოწევის შედეგად დალექილ მავნე ტოქსინებს და აირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • ხახვი 400 გრ
  • ჯანჯაფილი 1 ჩ. კ.
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • თაფლი 400 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ხახვს დაასხით წყალი და აადუღეთ.
  2. დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი და კურკუმა.
  3. ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ და თბილს შეურიეთ თაფლი. გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში.

მიღების წესი:

მიიღეთ 2-2 ს. კ. დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. ეს ორგანიზმის ნიკოტინისგან გაწმენდის ბუნებრივი გზაა.

სამკურნალო ელექსირი აერთიანებს მისი ყველა ინგრედიენტის სინერგიულ გამწმენდ მოქმედებას. მკურნალობის დაწყებიდან შეიძლება რამდენიმე დღე ან უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს პროდუქტიული ხველა. ეს სრულიად ბუნებრივია და სასურველი, რადგან ორგანიზმი იწმინდება დაგროვილი ტოქსინებისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!