კარტოფილი მხოლოდ გემრიელი ბოსტნეული როდია… გთავაზობთ მისი გამოყენების პრაქტიკულ ხერხებს, რომელთაც პირადად არაერთხელ ვუხსნივარ

2087

კარტოფილის საშუალებით უამრავი სხვადასხვა გემრიელი კერძის მომზადება შეგვიძლია. გარდა კულინარიული შესაძლებლობებისა, კარტოფილი ძალიან სასარგებლოა კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით. ეს ბიუჯეტური პროდუქტი ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების შემცვლელია და შინაური ნიღბების აქტიური ინგრედიენტია.

თვალების გარშემო კანის მოსავლელად

კარტოფილი კიტრზე ეფექტურია თვალების ირგვლივ მუქი წრეების, შეშუპებისა და დაღლილობის  მოსახსნელად. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით მრგვალ საშუალო სისქის ნაჭრებად და 20 წუთით დაიდეთ თვალებზე. კარტოფილის კომპრესები აღიავებს თვალების ირგვლივ კანს და ხსნის შეშუპებას.

უმი კარტოფილის ნიღაბი კანს კვებავს ნუტრიენტებით, ატენიანებს, ამკვრივებს და ათანაბრებს კანის ტონს. წმინდა სახეხზე გახეხილი კარტოფილი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

კარტოფილი შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადასაჭრელად. გაგიზიარებთ მარტივ ხრიკებს და წარმოგიდგენთ კარტოფილს, როგორც მავნე ქიმიური საშუალებების შემცვლელს.

კარტოფილი ჟანგის წინააღმდეგ

უმ კარტოფილში შემავალი მჟავა აშორებს ჟანგს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ჭურჭლის, ონკანისა და ლითონის სხვა საგნების გასაწმენდად. კარტოფილი გაჭერით შუაზე, წაუსვით სათანადო ადგილზე და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლის უხეში მხარით. მაქსიმალური შედეგის მისაღებად შეიძლება დაგჭირდეთ 2-3-ჯერ გაწმენდა.

ვერცხლის ნაკეთობების გასაწმენდად

კარტოფილის ნახარშის გადაღვრა არ იჩქაროთ. ჩააწყვეთ ნახარშში ვერცხლის დანა-ჩანგალი და სხვა ნაკეთობები და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ ამოიღეთ და მშრალი ქსოვილით გააპრიალეთ.

ტყავის გასაწმენდად

კარტოფილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტყავის პრიალა ზედაპირის, მაგალითად, ფეხსაცმლის გასაპრიალებლად. კარტოფილი გაჭერით შუაზე და გაწმინდეთ ფეხსაცმელი, გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით. ძვირადღირებული ცვილის ეფექტი გარანტირებულია!

კუჭის პრობლემების წინააღმდეგ

სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი კარტოფილი და მისი ახალგამოწურული წვენი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, კუჭის პრობლემებისა და დაბალი იმუნიტეტის დროს.

კარტოფილის ახალგამოწურული წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ კუჭ-ნაწლავის დარღვევებს, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს. რეკომენდებულია მისი მიღება დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. დაიწყეთ მიღება 20 მლ-ით და თანდათან გაზრდეთ დოზა 100 მლ-მდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.

სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის

ანტიოქსიდანტებით მდიდარი კარტოფილი წმენდს სისხლძარღვებს, მთელ ორგანიზმს და ამცირებს ცუდი  ქოლესტერინის დონეს. საშუალო ზომის კარტოფილის წვენი დალიეთ უზმოზე, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ართრიტის წინააღმდეგ

ყოველი ჭამის წინ კარტოფილის 1-2 ჩ. კ. წვენის მიღება ამსუბუქებს ართრიტის სიმპტომებს. იგივე თვისებები აქვს კარტოფილის ნათლების ნახარშსაც.

იმუნიტეტისთვის

უმი კარტოფილი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.  კარტოფილის ახალგამოწურული წვენი აძლიერებს იმუნიტეტს.

თავის ტკივილის დროს

თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ შუბლზე დაიდეთ უმი კარტოფილის ნაჭრები.

დამწვრობისას

კარტოფილი ამშვიდებს გაღიზიანებას და ამცირებს მსუბუქი დამწვრობით გამოწვეულ ტკივილს. კარტოფილი გაჭერით შუაზე და 10-15 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.

სასარგებლო თვისებების ასეთი შთამბეჭდავი ჩამონათვალის მიუხედავად, როგორც ყველა წამალს უმ კარტოფილსაც, შინაგანი გზით მიღებისას, აქვს უკუჩვენებები. კარტოფილის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ჭარბწონიანთათვის და კუჭის ნულოვანი მჟავიანობის მქონეთათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!