ეს ჩემი საფირმო ღვეზელია, რომლითაც მეგობრებში ყოველთვის აღტაცებას ვიწვევ. ძალიან ნოყიერი, წვნიანი და არომატულია

2480

შემოგთავაზებთ ხორცის შიგთავსით მომზადებული  უგემრიელესი, ნოყიერი, წვნიანი და არომატული ღვეზელის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • არაჟანი ან კეფირი 200 გრ
  • კარაქი ან მარგანინი 250 გრ
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • სეზამის მარცვლები
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ კვერცხის გული

მომზადების წესი:

1. ფქვილს დაამატეთ შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი. ჩაახეხეთ ცივი კარაქი ან მარგანინი და ხელით აურიეთ. ფხვიერ ცხიმიან ცომს შეაზილეთ არაჟანი. მიიღებთ რბილ ცომს. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.

2. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების პარკი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი 400 გრ
  • ხახვი 2 თავი
  • კარტოფილი 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • ძირა და შავი პილპილი გემოვნებით
  • კამა 1 კონა

ინსტრუქცია:

1. საქონლის ხორცი გაატარეთ. კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი და კამა დაჭერით წვრილად. მზა ინგრედიენტები აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და სანებლებით.

2. ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი  გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის ფენად.

3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ერთ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ  შიგთავსი (მოერიდეთ კიდეებს).

4. შემდეგ ზემოდან დაადეთ მეორე ფენა და კიდეები მჭიდროდ შეკარით. ღვეზელი გააფორმეთ თქვენი გემოვნებით და სილიკონის ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

5. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დსაჭირდება 40-45 წუთი.

არომატული და წვნიანი შიგთავსისა და ნაზი, ფხვიერი ცომის კომბინაციით მომზადებული ღვეზელი უგემრიელესია.