მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ასე დავამარცხე ფრჩხილის სოკო მარტივი რეცეპტებით

44332

ფრჩხილის სოკო – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომლის მკურნალობაც დიდ დროს, ენერგიასა და ნებისყოფას მოითხოვს.

რაც არ უნდა კარგად იცავდეთ ჰიგიენას, სოკოვანი ინფექციის განვითარებისგან დაზღვეული არასდროს ხართ.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას? 

ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია და მისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები სწრაფად რომ დაამარცხოთ, გამოიყენეთ ჩვენი დღევანდელი საშინაო საშუალება, რომელიც შედგება მხოლოდ 3 იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან.

ეს ინგრედიენტებია: 

  • სპირტი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • სუფრის ან ვაშლის ძმარი

მოზმადებისა და გამოყენების წესი:

  1. სამივე ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით და შეურიეთ ერთმანეთში.
  2. ჩაალბეთ მიღებულ ნარევში ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები.
  3. გაიჩერეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
  4. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ დილას და საღამოს.
  5. კურსის ხანგრძლივობა – სოკოვანი ინფექციის სრულ განადგურებამდე.

ეს საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. თუ ფრჩხილის სოკო გაწუხებთ, ისარგებლეთ ჩვენი დღევანდელი ინსტრუქციით, რათა სასიამოვნო ცვლილებები მოკლე ვადაში იხილოთ.

გარდა სპირტის, წყალბადის ზეჟანგისა და ძმრის ნარევისა, არსებობს ფრჩხილის სოკოს სამკურნალო კიდევ რამდენიმე ძალიან ეფექტური და მრავალჯერ გამოცდილი საშუალება. დღევანდელ სტატიაში ამ საშუალებებსაც გაგაცნობთ.

საშუალება №1 

ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და ჩაალბეთ მასში ნებისმიერი ქსოვილი, გარდა სინთეტიკისა. შემოიხვიეთ ის დაინფიცირებულ თითებზე, ზემოდან გადაიკარით პარკი და ამოიცვით წინდები. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ.

საშუალება №2

დაგჭირდებათ ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ერთი ჩაის კოვზი დიმეთილფტალატი. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ პატარა ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული მალამოთი კარგად დაიმუშავეთ დაინფიცირებული მონაკვეთები, შეიხვიეთ პარკით, ამოიცვით წინდები და დაწექით. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

საშუალება №3

შეიძინეთ აფთიაქში პროპოლისის 20%-იანი ნაყენი. კარგად დაასველეთ ბამბის დისკი ამ ნაყენით და შეუდექით სოკოთი დაინფიცირებული ფრჩხილების აქტიურად დამუშავებას. გამოიყენეთ ეს საშუალება დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა ძალიან სწრაფად გათავისუფდლეთ ინფექციისგან და მისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომებისგან.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!