ქალბატონმა შვილი მანქანაში რამოდენიმე წუთით დატოვა. ეს შემთხვევა მთელი ცხოვრება ემახსოვრება

10974

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ ტემპერატურა მანქანის სალონში გაცილებით მაღალია, ვიდრე გარეთ. ზაფხულის ცხელ დღეს, კონდენციონერის გარეშე, მანქანაში ზრდასრული ადამიანებიც კი წარმოუდგენლად დიდ დისკომფორტს განიცდიან. ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რა ემართება ბავშვების ორგანიზმს, როდესაც ისინი 5-ჯერ უფრო სწრაფად ადაპტირდებიან სიცხის მიმართ, ვიდრე ჩვენ, მათი მშობლები.

ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაფერი განსაკუთრებული მოხდება, თუ 10 წუთით საქმეზე გავალთ და მანქანაში ბავშვს ან ოთხფეხა მეგობარს დავტოვებთ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 70% შემთხვევაში ასეთი დაუდევრობა ფატალური შედეგით სრულდება. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გიჩვენებთ, თუ რატომ არ შეიძლება მანქანაში ბავშვის დატოვება, სულ რაღაც 2 წუთითაც კი. თითოეული გაფრთხილება ეფუძვნება სამედიცინო კვლევებს. გარდა ამისა, გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ სითბური დარტყმის დროს.

ბავშვების უსაფრთხოება ავტომობილში

ჩვენ არ დავიწყებთ საუბარს იმის შესახებ, თუ რა ემართება ჩვენს ორგანიზმს და რა პროცესები ირღვევა მასში გადახურების დროს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს, რომელიც დეტალურად გიჩვენებთ, თუ რა ხდება ავტომობილის სალონში, როდესაც ის ზაფხულის ცხელ დღეს პარკინგზე დგას.

მკვლევარებმა მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც მშობლები ყველაზე ხშირად საკუთარ შვილებს ტოვებენ, კვერცხიანი ტაფა მოათავსეს. აქვე მათ თერმომეტრი დაამონტაჟეს, რათა დაეფიქსირებინათ ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი ავტომობილის სალონში.

აი რა დაემართა კვერცხს ექსპერიმენტის დაწყებიდან ზუსტად 3 წუთში. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მანქანის ფანჯრები ოდნავ ჩამოწეულია, თუმცა ეს არ კმარა სალონის გასაგრილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მზე არც თუ ისე მცხუნვარე იყო, 15 წუთი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა კვერცხის შესაწვავად. ასეთ პირობებში ირღვევა ბავშვის თავის ტვინის მუშაობა და ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს სითბურ დარტყმას, რომელიც სიკვდილს იწვევს.

დააკვირდით თერმომეტრს. ექსპერიმენტის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ტემპერატურა მასზე 50 გრადუსს სცდება. ამ პირობებში მსუბუქი სითბური დარტყმის მისაღებად 10 წუთი სავსებით საკმარისია. როდესაც მზე მცხუნვარების ზენიტშია, სულ რაღაც 10-15 წუთში ავტომობილის სალონში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 80 გრადუს ცელსიუსსაც მიაღწიოს.

თუ ფიქრობთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს, რომელშიც რეალური ისტორიაა ასახული.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ქალბატონის შეცდომას არცერთი მშობელი გაიმეორებს. გაითვალისწინეთ, სითბური დარტმის დროს აუცილებელია პაციენტის გადაყვანა მაღალი ტემპერატურის ზონიდან, მისთვის ტანსაცმლის გახდა და ცივი წყლის გადავლება ან ცივი კომპრესების გაკეთება. თუ თქვენ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ასე მოიქცევით, პაციენტის გადარჩენის შანსებს რამდენჯერმე გაზრდით.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!