გაზქურის ბადეების გაწმენდა ცხიმის ნამწვავებისგან ძალიან მარტივია, თუ ამ საკითხს გონივრულად მიუდგებით

5558

ყველაზე ხშირად გვიწევს გაზქურის გაწმენდა. განსაკუთრებით რთულია გაზქურის ბადეების გაწმენდა, რადგან დროთა განმავლობაში მათზე წარმოიქმნება ცხიმის წებოვანი ნადები.

ამჯერად, შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკს, რომლის საშუალებით შეძლებთ გაზქურის თუჯის ბადეების გაწმენდას.

თუჯის ბადეზე ჭვარტლის სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

  • გაზქურის საწმენდი სპეციალური სითხე (თქვენთვის ხელმისაწვდომი)
  • სკვების შესაფუთი პარკი ან პოლიეთილენის პარკი

პარკი გაშალეთ იატაკზე ან მაგიდაზე. ბადე დადეთ პარკზე და  ღრუბლით წაუსვით ხსნარი. შემდეგ შემოახვიეთ პარკი და გააჩერეთ 40-50 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ბადე კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ღრუბლით და გაავლეთ გამდინარე წყალში. მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.