ფიჭვის ახალგაზრდა გირჩებს ვაგროვებ და ამ ჯემს ვამზადებ. დღეში 1 ს.კ. საკმარისია, რათა ყველა პრობლემა გაქრეს

915

ბებია ბავშვობიდან მაჩვევდა ფიჭვის გირჩის ძალიან გემრიელი ჯემის რეგულარულად მირთმევას, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე და პრაქტიკულად ყველა სისტემაზე. განსაკუთრებით სასარგებლო ეს ჯემი ზამთარშია, რადგან ის საიმედოდ გვიცავს გაციებითი და ვირუსული დაავადებებისგან. ყოველ გაზაფხულზე ბებიის დავალებით ტყეში მივდიოდი და ახალგაზრდა გირჩებს ვაროვებდი, ის კი უგემრიელეს და ძალიან სასარგებლო ჯემს ამზადებდა. მთელი ჩვენი ოჯახისთვის ავადმყოფობა, ეპიდემიების პერიოდშიც კი, სრულიად უცხო იყო.

ფიჭვის გირჩების ჯემი

დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი და სასარგებლო ჯემი გირჩებისგან ბებიის რეცეპტით. ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მოსამარაგებლად. გარდა იმუნიტეტის გაძლიერებისა, ფიჭვის ახალგაზრდა გირჩების ჯემით რესპირატორული ინფექციების მკურნალობა და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების აღდგენაა შესაძლებელი.

პროფილაქტიკური მიზნებისთვის ჯემს იღებენ ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზის ოდენობით (ულუფა ბავშვებისთვის – 1 ჩ.კ.) საუზმობამდე 20 წუთით ადრე. თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ, ეს ჯემი უნდა მიირთვათ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ უბრალოდ ძალებს აღდგენა და ქრონიკული სისუსტის დამარცხება გსურთ, შაქრის ნაცვლად, თბილ ჩაიში 1 ს.კ. ჯემი ჩაამატეთ.

ფიჭვის გირჩების ჯემი უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თირკმელების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. გარდა ამისა, ჯემის მიღებისგან მიზანშეწონილია თავის შეკავება 6 წლამდე ბავშვებისთვის და ორსული ქალბატონებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა: როდის შევაგროვოთ გირჩები? საუკეთესო პერიოდი გირჩების შესაგროვებლად 20 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდია. გირჩევთ, მათი შეგროვება მაისის შუა რიცხვებში დაიწყოთ.

გირჩები აუცილებლად უნდა იყოს ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მწვანე ფერის. მათი ზომა სიგრძეში არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს და მარტივად იჭრებოდეს დანით. თუ გირჩებისგან ჯემის მომზადებას გადაწყვეტთ, ისინი უნდა დაამუშავოთ შეგროვებისთანავე, რათა არ გამუქდეს და არ  გაფუჭდეს.

მომზადებამდე გირჩები მოათავსეთ ღრმა თასში და შეუშვირეთ გამდინარე წყალს, რათა ჩარეცხოთ მტვერი და ნაგავი. ჯემის მოსამზადებლად გირჩები თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ჭურჭელში შეგიძლიათ ხარშოთ, თუმცა აუცილებლად დაბალ ტემპერატურაზე (80-90 გრადუსი). 2 კილოგრამი გირჩისგან თქვენ მიიღებთ დაახლოებით 1,5-2 ლიტრ ჯემს.

ინგრედიენტები:

  • ფიჭვის 80 გირჩი (მიახლოებით 800 გრამი)
  • 1,5 – 2 ლიტრი წყალი
  • 1 – 1,5 კგ შაქარი

მომზადება: 

1. კარგად გარეცხეთ გირჩები და დაფარეთ წყლით.

2. აუცილებლად შეარჩიეთ ისეთი ჭურჭელი, რომ გირჩები წყლით კარგად დაიფაროს. ხარშეთ ის დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დააყოვნეთ 10-12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადაწურეთ ნაყენი მარლით ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით (ეს აუცილებელია, რათა გავიგოთ, თუ რამდენი შაქარი დაგვჭირდება). მოხარშული გირჩები არ გადაყაროთ.

3. 1 ჩაის ჭიქა ნახარშზე დაგჭირდებათ 1 ჭიქა შაქარი. სიროფი უნდა ხარშოთ დაბალ ცეცხლზე 1 ან 2 საათის განმავლობაში.

4. მზადყოფნამდე 20 წუთით ადრე ჯემში ჩაამატეთ შემონახული გირჩები. ნახევარ ლიტრიანი ქილის შესავსებად დაგჭირდებათ დაახლოებით 8-12 გირჩი.

5. მზა ჯემი გაანაწილეთ მშრალ და სტერილიზირებულ ქილებში და კარგად დააფარეთ თავსახური.

6. ძალიან გემრიელი და სასარგებლო ჯემი მზად არის!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!