კვერცხის ცილას ამ ინსტრუქციით ვიყენებ. ღრმა ნაოჭები, შავი წერტილები, კანის სიმშრალე და ლაქები ჩემთვის სრულიად უცხოა

2411

საკმაოდ ხშირად ვაწყდებით კვერცხის ცილას თავის მოსავლელ საშინაო საშუალებების რეცეპტებში, რაც მისთვის დამახასიათებელი ანთბისა და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებების დამსახურებაა.

კვერცხი სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. ის ეფექტურად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, წმენდს ფორებს, ამცირებს ზომაში ნაოჭებსა და ლაქებს, აჩქარებს დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის პროცესს და ა.შ.

რატომ უნდა გამოვიყენოთ კვერცხის ცილა?

1. ის ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს

თუ კანისათვის ჯანსაღი იერსახის დაბრუნება გსურთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მკვდარი ურედების აქერცვლაზე, რაშიც კვერცხის ცილა აუცილებლად დაგეხმარებათ. გარდა მკვდარი უჯრედების მოშორებისა, ის აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს.

2. ებრძვის აკნეს

გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხის ცილა ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და კვებავს ჩვენს კანს სასარგებლო ნივთიერებებით, ის გვეხმარება გამონაყარისა და სიწითლის დამარცხებაში.

რეგულარუალდ კვერცხის ცილის გამოყენებით მოიწესრიგებთ ცხიმის ჯირკვლების მუშაობას და დაირეგულირებთ კანის pH მაჩვენებელს.

3. შავი ტომრები თვალებს ქვემოთ

ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, უძილობა და სტრესი უარყოფითად ისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე. თუ თვალების გარშემო შავი წრეები და შეშუპება გაგიჩნდათ, აუცილებლად გამოიყენეთ კვერცხის ცილა. გარდა მის ბაზაზე მომზადებული კრემის გამოყენებისა, შეგიძლიათ თვალების გარშემო კანის დამუშავება უშუალოდ კვერცხის ცილაში დასველებული ბამბის დისკით.

4. ავიწროებს ფორებს

ფორების გაწმენდა და დახურვა – კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კვერცხის ცილა რეგულარულად. ის სააფთიაქო კრემებზე და გელებზე გაცილებით ეფექტურია!

5. დატენიანება

თუ ნაოჭბის გაღრმავებისა და სხვა კოსმეტიკური დეფექტების თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ კანის დატენიანებაზე და გამოკვებაზე, რაშიც კვერცხის ცილა ძალიან დაგეხმარებათ.

როგორ მოვამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი კვერცხის ბაზაზე?

ინგრედიენტები:

  • ერთი კვერცხის ცილა
  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • 20 წვეთი ნუშის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხის ცილა.
  2. როდესაც წარმოიქმნება თეთრი ქაფისებრი მასა, დაამატეთ თაფლი და ნუშის ზეთი. კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ.
  3. წაისვით ის კარგად გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით.
  4. მოიშორეთ ნიღაბი თბილი წყლით.
  5. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ მაინც, რათა საოცარი ცვლილებები მალევე იხილოთ.

გამოიყენეთ კვერცხის ცილა მარტივი ინსტრუქციით, რათა ნაადრევი სიბერისგან საიმედოდ დაიცვათ თავი. ნაოჭების გაღრმავება, გამონაყარისა და ლაქების გაჩენა, კანის გამოშრობა ან ზედმეტი ცხიმიანობა და ფორების დაბინძურება – ყველა ეს პრობლემა თქვენთვის სრულიად უცხო გახდება, თუ კვერცხის ცილის ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ კანის მოსავლელი ამ ეფექტური საშუალების შესახებ. გსირვებთ ყველაფერს საუკეთესოს!