არაჟნის კრემით მომზადებული უნაზესი და უგემრიელესი ტორტი სახელწოდებით ,,ხუჭუჭა”

492

შემოგთავაზებთ არაჟნის კრემით მომზადებული უნაზესი და უგემრიელესი ტორტის რეცეპტს. აცხობთ შავ-თეთრ ბისკვიტებს, აქუცმაცებთ საშუალო ზომის ნაჭრებად და აწყობთ მონაცვლეობით. აქედან გამომდინარე უწოდებენ ტორტს ,,ხუჭუჭას“.

ბისკვიტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი 210 გრ
  • შესქელებული რძე 100 გრ
  • შაქარი 160 გრ
  • კაკაო 20 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 200 გრ
  • მარგანინი 40 გრ

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არაჟანი (30%-იანი ცხიმიანობის) 300 გრ
  • შაქრის ფხვნილი 150 გრ
  • მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • შოკოლადი 100 გრ
  • კარაქი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, შაქარი და აურიეთ. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი, შესქელებული რძე. თქვეფთ 5 წუთის განმავლობაში. მომზადებული მასა გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ ბისკვიტები. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-35 წუთი.
  3. ამზადებთ კრემს: არაჟანს დაამატეთ შაქრის ფხვნილი და მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე თქვეფთ 3 წუთი.
  4. გამომცხვარი ბისკვიტები დატეხეთ და ნატეხები დააწყვეთ მონაცვლეობით: თეთრი, შავი და ა. შ. პირველ ფენას წაუსვით არაჟნის კრემი და მეორე ფენად მოაწყვეთ შავ-თეთრი ბისკვიტები, შემდეგ_ კრემი და ასე აგრძელებთ ბისკვიტების ნატეხების ამოწურვამდე. ფენებს აწყობთ ისე, რომ ნამცხვარს მისცეთ კონუსის ფორმა. ტორტი გარედან დაფარეთ კრემით.
  5. შოკოლადს დაამატეთ კარაქი, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში და მოასხით კრემზე.

ტორტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ  გემრიელად მიირთვით!