
გთავაზობთ ნაზი, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი ორცხობილების რეცეპტს. ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები და თქვენთვის სასურველი ხილფაფა ან გახეხილი ახალი ხილი. ძალიანი გემრიელია ცოცხლად შენახული გახეხილი შინდის ან ვაშლის ხილფაფით მომზადებული ორცხობილები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 125 გრ
- არაჟანი 125 გრ
- შაქარი 1 ს. კ.
- ფქვილი 250 გრ
- ვანილი
- ფორთოხლის ცედრა
- შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ათქვიფეთ.
- ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
- მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად, შემოახვიეთ საკვების პარკი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად და დაჭერით 6-8 სმ სიგანის ზოლებად.
- თითოეულ ზოლზე თხელ ფენად გადაუსვით ხილფაფა და სიგრძეზე გადაახვიეთ რულეტივით. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ დანარჩენი ნაწილებიც.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ნამზადი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
გაგრილებული ორცხობილები დაფარეთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვით!