რამდენიმე დღეში პიგმენტური ლაქებისგან კვალიც არ დარჩება. საშუალება, რომელსაც დღემდე ვემადლიერები

47203

ასაკის მატების პარალელურად სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც სავსებით ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა. პიგმენტური ლაქების გაჩენა – გავრცელებული პრობლემა, რომელმაც თავი შეიძლება იჩინოს სხვადასხვა მიზეზების გამო. კანის პიგმენტაციის დარღვევა იმდენად დიდ დისკომფორტს გვიქმნის, რომ ჩვენს თვითშეფასებაზეც საგრძნობლად მოქმედებს.

გარდა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებისა და სპეციალური პროცედურების ჩატარებისა, არსებობს ერთი ძალიან მარტივი და იაფი საშიანო საშუალება, რომელიც ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების შერევით მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მინიმალურ დროში ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი საერთოდ გააქრობს.

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები

ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი
  • საჭმელი სოდა
  • ლიმონის წვენი
  • თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
  2. ძმრისა და წყლის ნარევში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1/3 ჩაის კოვზი კონცენტრირებული ლიმონმჟავა ან ნახევარი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. ურიეთ ძალიან კარგად, რათა სითხეში მკვრივი მასები არ დარჩეს. ამ დავალებას გაცილებით მარტივად რომ გაართვათ თავი, ნარევი მიკროტალღურ ღუმელში ოდნავ შეათბეთ.
  3. ჭურჭელს, რომელშიც მზა საშუალებას ინახავთ, გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შეინახეთ მაცივარში. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ჩვენი დღევანდელი საშუალება საკმაოდ დიდხანს ინახება.
  4. ძალიან მცირე რაოდენობით მასაში ჩაალბეთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ ლაქები. წინასწარ აუცილებლად გულდასმით გაიწმინდეთ სახე მაკიაჟისგან.
  5. ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია!

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დეტალური ინსტრუქციაა წარმოდგენილი: