შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ ფანჯრის მინების უნაკლოდ გაპრიალებას. გჭირდებათ მხოლოდ ჩაი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი პაკეტები, ისე ჩაის ფოთლები.
პირველ რიგში, ძირითადი ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენეთ სარეცხი საპონი.
შემდეგ დააყენეთ შავი ჩაის ნაყენი_ ფინჯან ადუღებულ წყალზე ერთჯერადი ჩაის 2 პაკეტი. ნაყენით დასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და ნესტიანი ტილოთი გაწმინდეთ ფანჯრები.
ამ გზით შეძლებთ მინების ისე გაპრიალებს, რომ არ დარჩება ლაქები და ზოლები.